ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებმა სხდომაზე 8 ოქტომბრის
არჩევნების მეორე ტურისთვის სახელმწიფოს მიერ
გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესის განსაზღვრის
შესახებ იმსჯელეს.
არჩევნების მეორე ტურისა და განმეორებითი კენჭისყრებისთვის ცესკოს
დაახლოებით 6 მილიონ 54 000 ლარი ესაჭიროება, თუმცა არსებული
რეზერვების გათვალისწინებით, ფინანსთა სამინისტროსთვის დამატებით
მოთხოვნილი თანხა 4 მილიონ 700 000 ლარს
შეადგენს.
„ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სხდომაზე მიიღო სამართლებრივი აქტი,
რომლის მიხედვით, განისაზღვრა მეორე ტურებისთვის, ასევე განმეორებითი
კენჭისყრისთვის საჭირო ფულადი სახსრების ოდენობა. საუბარია დაახლოებით
6 მილიონ ლარზე“, - განაცხადა ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ.
მასალის გამოყენების პირობები