თბილისში ოპოზიციური პარტიების საერთო საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. გადაკეტილია რუსთაველის გამზირი და მიმდებარე ქუჩები. მანამდე, აქციის მონაწილეები სხვადასხვა
ადგილას შეიკრიბნენ და საკანონმდებლო ორგანოსკენ მსვლელობა გამართეს. ოპოზიციური პარტიების საერთო აქციას ათასობით ამომრჩეველი ესწრება.
ამ წუთებში შეკრებილებს სიტყვით პოლიტიკური ლიდერები მიმართავენ.
აქციის მონაწილეები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ ეთანხმებიან და ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ. ოპოზიციური სპექტრი პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს. ისინი თვლიან, რომ მთავრობამ არჩევნები გააყალბა.
თბილისის პარალელურად აქციები მიმდინარეობს ბათუმში.
მასალის გამოყენების პირობები