საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ყატარის ეკონომიკურ ფორუმზე დასმულ შეკითხვას, ენდობა თუ არა საქართველოს ხელისუფლება პუტინის დაპირებებს, უპასუხა, რომ მათ პუტინთან კონტაქტი არ ჰქონიათ მას შემდეგ, რაც
ხელისუფლებაში მოვიდნენ 2012 წლის შემდეგ. მისივე თქმით, არსებობს მხოლოდ ეკონომიკური, სავაჭრო ურთიერთობები" - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებაზე საუბარისას, მან აღნიშნა, რომ ამას ქვეყანა მხოლოდ ტერიტორიული პრობლემების გადაჭრის შემდეგ შეძლებს.
"ჩვენ არ ვართ მიამიტები, გვესმის, რომ საქართველოს აქვს ტერიტორიული პრობლემები, უნდა გადავწყვიტოთ ჯერ ეს საკითხი და შემდეგ გავხდეთ ნატო-ს წევრი. ეს არის ჩვენი ევროპელი და ნატო-ს წევრი ქვეყნების მოსაზრება. რაც შეეხება კითხვას, რას ვფიქრობ პუტინზე, 2008 წელს სრულმასშტაბიანი ომი გვქონდა. 90-იან წლებში, როცა საქართველომ დაიბრუნა დამოუკიდებლობა, ჩვენს რეგიონებში, აფხაზეთსა და "სამხრეთ ოსეთში", ბოლო 30 წლის განმავლობაში სამჯერ გვქონდა აგრესიასთან შეხება. ჩვენი მთავრობის პოლიტიკა მდგომარეობს შემდეგში - ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი აღვიდგინოთ მშვიდობიანი მოლაპარაკების საფუძველზე", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ყატარის მეორე ყოველწლიური ეკონომიკური ფორუმი, რომელსაც Bloomberg - ი მასპინძლობს, 20 ივნისს დაიწყო და ხვალ დასრულდება.
ღონისძიებას საქართველოს პრემიერ- მინისტრი და მთავრობის წევრები ესწრებიან.
წლევანდელი ფორუმის მთავარი თემაა ეკონომიკური აღდგენის პერსპექტივები Covid-19-ით გამოწვეული რეცესიის და უკრაინის ომის შემდეგ.
მასალის გამოყენების პირობები