ევროკავშირის საბჭომ საქართველოსთან უვიზო რეჟიმს მხარი დაუჭირა
ევროსაბჭომ საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაციის შესახებ
რეზოლუცია მიიღო. გადაწყვეტილება ევროპის საბჭოს
ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
„მიღებული რეგულაცია ცვლის 539/2001რეგულაციას და საქართველო გადაყავს
„დანართი II“-ით განსაზღვრული ქვეყნების სიაში, რომელთა
მოქალაქეებს ვიზა არ სჭირდებათ’’, - აღნიშნულია
განცხადებაში.
საბოლოო გადაწყვეტილებას ევროპარლამენტის პრეზიდენტი და ევროკავშირის
თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენელი ხელს 1 მარტს მოაწერენ.
მასალის გამოყენების პირობები