საქართველოს ნაკრების 16 ნომერი ნიკა კვეკვესქირი, რომელმაც გამარჯვების პენალტი ისტორიულ მატჩში გაიტანა, აფხაზეთიდან დევნილია. გალიდან იძულებით წამოსვლის შემდეგ კი ოჯახთან ერთად ზუგდიდში ცხოვრობდა.
კვეკვესქირის მშობლები ახლაც ზუგდიდში ცხოვრობენ.
ევრო 2024-ის ფლეი ოფის ფინალში საბერძნეთისა და საქართველოს ეროვნულმა გუნდებმა მატჩის ძირითადი დრო ფრედ 0:0 დაასრულეს.
შეხვედრის ბედი 11-მეტრიანების სერიაში გადაწყდა.
ამ გამარჯვებით, ისტორიაში პირველად, საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე
ითამაშებს, რომელიც მიმდინარე წელს გერმანიაში გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები