დღეს, 26 მარტს, 21:00 საათზე მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დარბაზში ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალური შეხვედრის პირდაპირი ტრანსლაცია დიდ ეკრანზე გაიმართება.
ამის შესახებ ინფორმაცია მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა.
გარდა ამისა, საქართველო-საბერძნეთის საფეხბურთო შეხვედრას დიდ ეკრანებზე აჩვენებენ ზუგდიდში, მარტვილში, ფოთში და წალენჯიხაში.
გამარჯვების შემთხვევაში ისტორიაში პირველად ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს.
დღევანდელ მატჩში გამარჯვებული გერმანიაში გასამართ 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.
21 მარტს, თბილისში, დინამო არენაზე საქართველო-ლუქსემბურგის საფეხბურთო ნაკრებებს შორის მატჩი საქართველოს ნაკრების გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა.
ფოტო: ევროვნული ნაკრები
ამავე თემაზე:
სად შეგიძლიათ უყუროთ საქართველო-საბერძნეთის მატჩს დიდ ეკრანებზე ზუგდიდში, მარტვილსა და ფოთში
საქართველო - საბერძნეთის ისტორიული ფინალი 21 საათზე დაიწყება
ფინალის დიდ ეკრანზე ყურება ჯვარშიც შეეძლებათ
მასალის გამოყენების პირობები