ახალი ამბები
ზუგდიდის მერიასთან “აგენტების” კანონს კვლავ აპროტესტებენ (ფოტო)
ზუგდიდის მერიის წინ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, სამოქალაქო აქტივისტებმა და რიგითმა მოქალაქეებმა კვლავ გააპროტესტეს “აგენტების” კანონი.
მათი თქმით, სურთ საყვირებით, საპროტესტო პლაკატებითა და ბანერით “კი ევროპას, არა რუსულ კანონს” საჯარო მოხელეებს უთხრან, რომ “სწორ მხარეს” დადგნენ, რადგან კანონი მათი მომავლისთვისაც საფრთხეს წარმოადგენს.

აქციის ერთ - ერთი ორგანიზატორის, „სამართლიანი არჩევნების“ რეგიონული ხელმძღვანელის, დავით ლოგუას თქმით, ზუგდიდში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციებიდან რამდენიმე ათეული ადამიანი ცოტა ხნის წინ ჩამოვიდა თბილისის აქციიდან, სადაც ისინი მანიფესტანტებს შეუერთდნენ.

„მთელი ღამე თბილისში ვიყავით და ვნახეთ ის საოცრება, რასაც ახალგაზრდა, კაფანდარა გოგო - ბიჭები აკეთებენ. ფაქტობრივად, ომში არიან რობოკოპების და „სპეცნაზის“ წინააღმდეგ, იმ რუსული კანონის წინააღმდეგ. ჩვენ წუხელვე ჩამოვედით, ღამენათევები ვართ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჩვენ ვაპირებთ, რომ ზუგდიდში აქაც აქცია გაგრძელდეს და გარკვეული დისკომფორტი შევუქმნათ საჯარო მოხელეებს, განსაკუთრებით, იმ საჯარო მოხელეებს, რომლებიც ჯერ კიდევ არიან იმ აზრზე, რომ ეს კანონი არ არის რუსული“, - აღნიშნა ლოგუამ.

მისივე განცხადებით, მათ იციან, რომ ბევრი მათგანი ეწინააღმდეგება ამ „რუსულ“ კანონს, თუმცა, ზეწოლის და სამსახურის დაკარგვის შიშით, ღიად ვერ აფიქსირებენ საკუთარ აზრს.

„ჩვენ მათ ვეუბნებით, რომ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს გვყავს ჯგუფი, სრომელშიც არიან სამართალდამცავები და იურისტები, რომლებიც დაიცავენ მათ უფლებებს, თუ მათი თავისუფალი აზრის გაჟღერების შემთხვევაში, დაითხოვენ სამსახურიდან“, - გვითხრა „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელმა.

შეკრებილების ნაწილი თბილისში აქციაზეც იმყოფებოდა, ისინი მშვიდობიანი ფორმით ზუგდიდსა და თბილისში პროტესტის გამოხატვას კვლავ აპირებენ.

საქართველოს პარლამენტმა, 83 ხმით, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი მეორე მოსმენით გუშინ 1 მაისს მიიღო. წინააღმდეგ წავიდა 23 დეპუტატი.

ამავე თემაზე:


„არა რუსულ კანონს! კი ევროპას!“ , - ზუგდიდში „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქცია - მსვლელობა მიმდინარეობს (ფოტო)

ზუგდიდში მერიის შენობის წინ "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქცია გაიმართა (ფოტო)

ქვარაია, თოლორაია, ბერაია, ხახუბია - "აგენტების კანონის" მხარდამჭერები სამეგრელოდან

პირველი მოსმენით "აგენტების კანონი" მიღებულია

რადიო "ათინათი" სხვა მედიებთან ერთად ე.წ აგენტების კანონის პარლამენტში წარდგენას აპროტესტებს


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
2024 წლის იანვრიდან, სამეგრელოს რეგიონში მოქმედებს საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის“ საკონსულტაციო ცენტრი.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს.
ზამთარში თუ შვებულების საინტერესოდ გატარებას გეგმავ, მთავარი მისი სწორად დაგეგმვაა. სწორი გათვლებითა და მცირე დანახარჯებით შეგიძლიათ ოცნების არდადეგები მოიწყოთ.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
10 / თებერვალი 2025
ზუგდიდში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობის მიმდებარედ პროევროპული საპროტესტო აქციები უკვე 75 დღეა მიმდინარეობს.
10 / თებერვალი 2025
დღეს, 10 თებერვალს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით განსაზღვრული საკითხი მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილება იყო, რომელიც საკრებულოს დეპუტატების უმრავლესობამ დაამტკიცა.
10 / თებერვალი 2025
მოსკოვსა და სოხუმს შორის მიღწეულია შეთანხმება დამატებითი ელექტროენერგიის მიწოდების თაობაზე, „რესპუბლიკის მოსახლეობის საიმედო ელექტრომომარაგების უზრუნველყოფის მიზნით”, ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ენერგეტიკის სამინისტრო იუწყება.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« თებერვალი 2025 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.