ახალი ამბები
საგარეო უწყების 113 თანამშრომელი ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის შესახებ "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას ემიჯნება
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს 113 თანამშრომელი ევროკავშირთან მოლაპარაკებების პროცესის 2028 წლამდე შეჩერების შესახებ "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას ემიჯნება.

მათი განცხადებით, მმართველი პარტიის გადაწყვეტილება არ შეესაბამება ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს.

"ევროკავშირის გაფართოების ტალღა, რომელიც საქართველოსთვის უპრეცედენტო ისტორიულ შესაძლებლობას წარმოადგენს - დაუბრუნდეს ევროპულ ოჯახს, საერთაშორისო პოლიტიკური მოვლენებით არის განპირობებული. ქვეყნის მიერ ამ შესაძლებლობაზე ცალმხრივად უარის თქმა, გამოიწვევს ნეგატიურ სტრატეგიულ შედეგებს. ამასთან, შესაძლებელია, რომ მსგავსი ხელსაყრელი გარემოება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების თვალსაზრისით აღარ შეიქმნას. გარდა ამისა, გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების პროცესის გაჩერება გამოიწვევს ქვეყნის იზოლაციას. დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერის გარეშე, საქართველო პირისპირ რჩება იმ საფრთხეების წინაშე, რომლებიც განსაკუთრებით გაძლიერებულია საერთაშორისო და უსაფრთხოების გარემოში მიმდინარე პროცესების ფონზე.

ჩვენ, ერთგული ვრჩებით საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსისადმი", - ნათქვამია განცხადებაში.

საგარეო უწყების თანამშრომლებს მიაჩნიათ, რომ 2028 წლამდე ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის ამოღება პოლიტიკური დღის წესრიგიდან წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის მოთხოვნებთან.

ამ დროისთვის, ხელმომწერთა სია შემდეგნაირია:

ანნა ბაღბაია - ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტი
ანა ძოწენიძე - საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტი
ანა ქოიავა - დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტი
ანა შაიშმელაშვილი - ევროკავშირის დახმარების კოორდინაციისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტი
ანა ჩიტალაძე - ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტი
მეგი ბენია - უსაფრთხოების პოლიტიკის და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გენერალური დირექტორატი
არჩილ მენთეშაშვილი - საქართველოს საელჩო ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში
ასმათ გრძელიძე - საკონსულო დეპარტამენტი
ალექსანდრე გოგოლაძე - სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო
ბაია კაპანაძე - ევროკავშირის დახმარების კოორდინაციისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტი
ბონდო მესხი - ევროკავშირის დახმარების კოორდინაციისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტი
გიორგი წიქარიშვილი - ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტი
გიორგი მურღვაშვილი - ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ქვეყნების დეპარტამენტი
გიორგი თავართქილაძე - საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტი
დავით ბაზერაშვილი - ევროკავშირის დახმარების კოორდინაციისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტი
ერეკლე იანტბელიძე - ევროკავშირის დახმარების კოორდინაციისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტი
ეკა ფხოველიშვილი - ევროკავშირის დახმარების კოორდინაციისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტი
ვაჟა გვარამია - საქართველოს საელჩო მოლდოვას რესპუბლიკაში
ვერა ხაჯალია - ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტი
თამარ ჩაჩიბაია - საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტი
თამარ ბალავაძე - უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევებისა და შეიარაღებაზე კონტროლის დეპარტამენტი
თამთა უგლავა - პოლიტიკური დეპარტამენტი
თეა ჯანაშია - უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევებისა და შეიარაღებაზე კონტროლის დეპარტამენტი
თორნიკე ფარულავა - ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტი
თინათინ თაბუკაშვილი - დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტი
თინათინ ლოლომაძე - ევროკავშირის დახმარების კოორდინაციისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტი
ირაკლი სიმონიშვილი - ევროინტეგრაციის დეპარტამენტი
ირმა კილასონია - ამერიკის დეპარტამენტი
ლანა ჯალაღონია - ევროკავშირის დახმარების კოორდინაციისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტი
ლუკა გაწერელია - პოლიტიკური დეპარტამენტი
მარიამ არბოლიშვილი - დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტი
მარიამ ჯანელიძე - ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტი
მაკა მაღრაძე - ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტი
მამიკა ანთაძე - საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტი
ნესტან ბეჟანიშვილი - - საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტი
ნინო საღინაძე - ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტი
ნინო ჩხიკვაძე - ევროკავშირის დახმარების კოორდინაციისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტი
ნინო ყამარაული - ევროკავშირის დახმარების კოორდინაციისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტი
ოლღა სპირანდი - ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტი
საბა ფუტკარაძე - საკონსულო დეპარტამენტი
სალომე აქუბარდია - ევროინტეგრაციის დეპარტამენტი
ქეთევან სხილაძე - ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტი
ქეთევან ფრუიძე - საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტი
ქრისტინე ჟღენტი - ევროკავშირის დახმარების კოორდინაციისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტი
ხატია ხორავა - ევროინტეგრაციის დეპარტამენტი
ხუტა სალია - საქართველოს საელჩო ლატვიის რესპუბლიკაში
თეა ქარჩავა- საქართველოს საელჩო საფრანგეთში
გიორგი კეკელიანი - პოლიტიკური დეპარტამენტი
ელენე მდივანი-ამერიკის დეპარტამენტი
თათია არაბული - ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ქვეყნების დეპარტამენტი
ნინო შეყრილაძე- საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტი
მარიამ მაისაია - ჟენევაში გაერთიანებული ერების განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა
გიორგი სირბილაძე - ამერიკის დეპარტამენტი
თამარ ფახურიძე - ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო
ნინო ბალავაძე - ჟენევაში გაერთიანებული ერების განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა
თამარ კობახიძე - დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტი
აკაკი დვალი- ნიუ იორკში გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა
თეა თოდუა - ნორვეგიაში საქართველოს საელჩო
ივანე გუტაშვილი - საქართველოს საელჩო ბელარუსის რესპუბლიკაში
შოთა მჭედლიშვილი - საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტი
ეკა მეგრელიშვილი- ევროპის დეპარტამენტი
ირინე გიორგაძე-მროჟინსკა - ნორვეგიაში საქართველოს საელჩო
სანდრო კეკელია - აზიისა და ოკეანეთის ქვეყნების დეპარტამენტი
ლიკა ჭიპაშვილი - ევროპის დეპარტამენტი
გიორგი ბუაჩიძე - საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტი
გიორგი ბურჭულაძე - საქართველოს საელჩო სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში
თამარ კაკულია - გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო
ვასილ რუბაშვილი - უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გენერალური დირექტორატი
ანა გაბიტაშვილი - საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტი
გიორგი ჩხეიძე - საქართველოს დესპანი სომხეთში
ირაკლი კანდელაკი - უზბეკეთსა და ტაჯიკეთში საქართველოს საელჩო
ანა კოტრიკაძე - საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტი
ნელი შიოლაშვილი - ევროინტეგრაციის დეპარტამენტი
ანა დობორჯგინიძე - საქართველოს საელჩო ინდოეთში
შორენა ხაჩიძე - საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტი
თენგიზ ჭუმბურიძე - საქართველოს საელჩო ესტონეთში
ანასტასია იმნაძე - ევროპის დეპარტამენტი
შალვა ცისკარაშვილი - საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორი
ალექსანდრე ხარაბაძე - საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტი
თინათინ მიქიაშვილი - ამერიკის დეპარტამენტი
კახაბერ დურგლიშვილი - საქართველოს საელჩო გერმანიაში
ნინო ბააკაშვილი - საერთაშორისო ორგანიზციების დეპარტამენტი
თამარ თევდორაძე - საქართველოს საელჩო ლიეტუვაში
ნინო ფიფია - საქართველოს საელჩო არგენტინაში
დაჩი მორჩილაძე - საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტი
გიორგი ქობელაშვილი - საქართველოს საელჩო კორეაში
დეა მუმლაძე- საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტი
ფიქრია გეგიძე - იაპონიაში საქართველოს საელჩო
დავით გოგინაშვილი - იაპონიაში საქართველოს საელჩო
მამუკა ციხელაშვილი - ჩინეთში საქართველოს დესპანი
გიორგი შოშიტაშვილი - საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტი
ეკა ჩიქობავა - საერთაშორისო კულტურულ ურთიერთობათა დეპარტამენტი
გიორგი ღვინიაშვილი - საქართველოს საელჩო კუბაში
მარიამ შუბეუსი - ევროპის დეპარტამენტი
ლიანა ჭოველიძე - ევროპის დეპარტამენტი
ხატია გოგებაშვილი - ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტი
მერაბ ვაშაკიძე - ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის დეპარტამენტი
ნუკრი თავაძე - ევროპის დეპარტამენტი
ირაკლი გიგინეიშვილი - საქართველოს საელჩო სლოვაკეთში
თამარ გრიგოლაია - საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტი
ინგა კუბეცია - ევროპის დეპარტამენტი
ეკატერინი კუპატაძიდუ - დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტი
გიორგი წივწივაძე - გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო
ანა სიაშვილი - საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტი
ელენე ბოხოჩაძე - საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტი
მიხეილ უკლება- ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური ინსტიტუტი
თინათინ წიკლაური - საერთაშორისო კულტურულ და ჰუმანიტარულ ურთიერთობათა დეპარტამენტი
გიორგი ქავთარაძე - საკონსულო დეპარტამენტი
იოსებ გამგონაძე - საქართველოს საელჩო საუდის არაბეთში
რატი კვანტალიანი - საქართველოს საელჩო საუდის არაბეთში
მანანა მელქაძე - საქართველოს კონსული საფრანგეთში
ანუკა კოზმანაშვილი - საკონსულო დეპარტამენტი
ქეთევან საბაური - საქართველოს საელჩო ესპანეთში 

შეგახსენებთ, მოქალაქეების ნაწილის პროტესტი უკავშირდება პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ 2028 წლის ბოლომდე საქართველო ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს. 28 ნოემბერს, საღამოს, კობახიძის ბრიფინგის შემდეგ, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის ზუგდიდში მოქალაქეები ქუჩაში გამოვიდნენ და ქვეყნის დასავლური კურსიდან გადახვევას აპროტესტებდნენ. თბილისში, შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქცია ძალის გამოყენებით დაშალეს. პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, პოლიციამ ფიზიკურად იძალადა ჟურნალისტებზე და ოპერატორებზე. დაშავებულებს შორის არიან სამოქალაქო აქტივისტები, მოქალაქეები და პოლიტიკოსები. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თბილისში, პარლამენტის შენობის წინ შეკრებილ დემონსტრანტებთან მივიდა. აქციის მონაწილეებთან შეხვედრის შემდეგ კი გაემართა თავისუფლების მოედნისკენ და იქ განლაგებულ სპეცდანიშნულების რაზმს უთხრა, რომ მათი მოვალეობა ქვეყნის სახელმწიფოებრიობისა და მოქალაქეების დაცვაა.


ამავე თემაზე:

რაც გუშინ მოხდა, ღიად ეწინააღმდეგება ქართველების აბსოლუტური უმრავლესობის ნებას, - პაველ ჰერჩინსკი

ვაპროტესტებთ საქართველოს რუსეთიზაციას, - ზუგდიდში აქციის მონაწილეებმა მსვლელობა გამართეს (ფოტო)

ეს არის წინააღმდეგობის მოძრაობა და მე ვიქნები პრეზიდენტი ბოლომდე, - სალომე ზურაბიშვილი

ზუგდიდში, სამხარეო ადმინისტრაციის წინ, საპროტესტო აქცია იმართება (ფოტო)


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

,,ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი" მიმდინარე წლის აგვისტოდან ახორციელებს პროექტს ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და NEET-ახალგაზრდების ციფრული და სამეწარმეო მიმართულებით გაძლიერება".

26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
08 / დეკემბერი 2024
ამ წუთებში, ზუგდიდში, საპროტესტო აქციის მონაწილეები, მსვლელობას მართავენ.
08 / დეკემბერი 2024
დღეს, 8 დეკემბერს, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის ზუგდიდში, აქციის დროს დაშავებულ ჟურნალისტებს სოლიდარობა გამოუცხადეს.
08 / დეკემბერი 2024
ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ
ოდაბადეშ კინოხონი
05 / დეკემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« დეკემბერი 2024 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.