ახალი ამბები
ხელისუფლების უარი ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნაზე არის ყველაზე მოღალატეობრივი, რაც აქამდე გვინახავს, - ლევან პაპავა
სახალხო დამცველის აპარატის რეგიონული წარმომადგენელი ლევან პაპავა , ფეისბუკის საკუთარ გვერდზე პოსტს აქვეყნებს, რომელშიც ემიჯნება „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ.

„ხელისუფლების უარი ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნაზე (რამდენი ხნით, ამას უკვე მნიშნველობაც არ აქვს) რა თქმა უნდა არის ყველაზე მოღალატეობრივი, რაც აქამდე გვინახავს და იმაზე მეტად ამაზრზენი, ვიდრე უწიგნური და იმავდროულად უინტელექტო, არშემდგარი ძველი ბიჭი ყაველაშვილის საპრეზიდენტო კანდიდატად წარდგენა. გუშინდელ აქციაზე მომხდარ სისხლის სამართლის დანაშაულზე ვიმედოვნებ, რომ ყველა ორგანიზატორს თუ აღმსრულებელს მოუწევს სამართლებრივი და პოლიტიკური პასუხიგება“, - წერს პაპავა.

28 ნოემბერს, მას შემდეგ, რაც ირაკლი კობახიძემ, „ქართული ოცნების“ სახელით გააკეთა განცხადება, ევროკავშირთან მოლაპარაკებების დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ, მოქალაქეები ქუჩაში გამოვიდნენ. მასშტაბური აქცია გაიმართა თბილისში, რუსთაველის ქუჩაზე. პარალელურად პროტესტს შეუერთდნენ, საქართველოს სხვა რეგიონებსა და ქალაქებში, მათ შორის ზუგდიდში.






Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
იმუნოლოგიური კვლევები გამოიყენება იმუნური სისტემის მუშაობის შესაფასებლად.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
23 / აპრილი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ბრწყინვალე შვიდეულის კვირაზე - მეგრულად „თანაფაზე“ (სავსე აღდგომა), რომელიც მრავალ უძველეს რიტუალსა და ტრადიციას აერთიანებს.
16 / აპრილი 2026
სამეგრელოში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული "თანაფა" უძველესი ტრადიციებითა და მდიდარი სემანტიკური მნიშვნელობით გამოირჩევა.
09 / აპრილი 2026
სამეგრელოში დიდმარხვის 7 კვირიან პერიოდში მორწმუნეები მკაცრად იცავდნენ მარხვის წესებს, განსაკუთრებით ვნების კვირაში.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აპრილი 2026 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.