ახალი ამბები
ბოლო ათ დღეში, ძალოვნებმა 70-ზე მეტი ჟურნალისტი და ოპერატორი დააზიანეს - მედიაომბუდსმენი
ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მედიაომბუდსმენი განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ, ამ დღეს, აღნიშვნის ნაცვლად, გვიწევს ბრძოლა გამოხატვის თავისუფლებისთვის.

მედიაომბუდსმენი მოუწოდებს, შეწყდეს დევნა და ძალადობა როგორც აქციის მონაწილეთა, ისე ჟურნალისტების და ოპერატორების მიმართ.

"დემოკრატიის გაძლიერებისთვის შეუცვლელია კრიტიკული მედიის როლი, რომლის დადუმებას ძალის გამოყენებით ცდილობს "ქართული ოცნება" სამართალდამცავებისა და "ტიტუშკების" მეშვეობით. ბოლო ათი დღის განმავლობაში 70-ზე მეტი ჟურნალისტი და ოპერატორი დააზიანეს ძალოვანმა უწყებებმა ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქციების გაშუქებისას" - ვკითხულობთ განცხადებაში.

მათივე ცნობით, ამ დრომდე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მედიის წინააღმდეგ დანაშაულების ჩამდენი არცერთი სამართალდამცავი არ გამოუვლენია.

"საქართველოში მედიის თავისუფლება მრავალი გამოწვევის წინაშე დგას. ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ ვხედავთ მედიის საქმიანობის შეზღუდვის ყველაზე უხეშ მცდელობებს, ჟურნალისტების მიმართ ძალადობის და დანაშაულთა დაუსჯელობის ტენდენციას. ქართულ მედიაორგანიზაციებს არსებობა უწევთ "უცხო ქვეყნის აგენტად" გამოცხადების და "რუსული კანონით" გაუქმების საფრთხის პირობებში, მცირე ეკონომიკური შემოსავლების და "ქართული ოცნების" პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ. თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, საქართველოში მედიის ნაწილი ერთგულად აგრძელებს მაკონტროლებელი ფუნქციის - მეოთხე ხელისუფლების როლის შესრულებას შესრულებას, სიმართლის და თავისუფლებისთვის ბრძოლას.

არაერთხელ ითქვა, რომ მედია დემოკრატიის საფუძველია. ის ერთადერთი პასუხისმგებლობიანი საშუალებაა საზოგადოების თითოეულმა წევრმა მიიღოს ზუსტი ინფორმაცია, გამოხატოს თავისი აზრი და გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი.

წლების მანძილზე მინიჭებული, შეუცვლელი ფუნქციის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია პატივი ვცეთ და დავიცვათ მედიის ყველა წარმომადგენლის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. მათ შეუფერხებლად და თავისუფლად უნდა შეეძლოთ მიმდინარე მოვლენების გაშუქება და ადამიანების ინფორმირება საქართველოში.

და ბოლოს, ადამიანის უფლებების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, მადლობას ვუხდით მედიის ყველა წარმომადგენელს, საკუთარი სიცოცხლის და ჯანმრთელობის რისკის ფასად, პროფესიული მოვალეობის შესრულებისთვის. გვჯერა, ჩვენი ქვეყნის გადარჩენის გზა სიტყვის თავისუფლებაზე გადის. ამიტომ სახელმწიფო სამსახურში დასაქმებულ ყველა პირს მოვუწოდებთ, დაიცვას ადამიანის უფლებები და თავისუფლებები, მათ შორის, პატივი სცეს მედიას. სახელმწიფო ვალდებულია დასაჯოს მედიაზე თავდასხმის მონაწილეები და უზრუნველყოს უსაფრთხო მედიაგარემო", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.

მათი განმარტებით, "მედიაომბუდსმენი" აგრძელებს ჟურნალისტების და ოპერატორების მხარდაჭერას.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
19 / მაისი 2025
სოხუმის აეროპორტის პრესსამსახური უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, ობიექტზე დასაქმებული კომპანიის თანამშრომლების გაფიცვის შესახებ.
19 / მაისი 2025
2024 წელს სამეგრელო-ზემო სვანეთში უმუშევრობის დონე 2023 წელთან შედარებით 1.7 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 10.5 პროცენტი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებში ვკითხულობთ.
19 / მაისი 2025
გაგრის რაიონში სოფელ ფსახარასთან (კოლხიდა) ერთ- ერთი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და შედეგად, ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
15 / მაისი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.