სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის IV კვარტალში რძის წარმოებამ 102.5 მილიონი ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 2.2%-ით ნაკლებია.
ამავე ცნობით, რძის წარმოების წლიური მაჩვენებელი 570.7 მილიონი ლიტრით განისაზღვრა, რაც 2.3%-ით ჩამორჩება 2023 წლის შესაბამის რიცხვს.
გარდა ამისა, სააგენტოში განმარტავენ, რომ ამავე საანგარიშო პერიოდში გაზრდილია ხორცის წარმოება, რომელმაც 26.5 ათასი ტონა შეადგინა. ეს ციფრი 2023 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 7.1%-ით მეტია.
ამასთან, წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობამ 811.5 ათასი სული შეადგინა, რაც წინა წლის მონაცემზე 3.1%-ით ნაკლებია.
მასალის გამოყენების პირობები