სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის IV კვარტალში რძის წარმოებამ 102.5 მილიონი ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 2.2%-ით ნაკლებია.
როგორ შეუწყო ხელი ზუგდიდელ მეფუტკრეებს ევროპულმა და ამერიკულმა პროგრამებმა, რა სიახლეები დანერგეს მათ საკუთარი პროდუქტების ხარისხის და ბაზარზე წვდომის გასაუმჯობესებლად, რა გამოწვევების წინაშე დგანან დღეს და რას ფიქრობენ რეგიონში სოფლის მეურნეობის ამ დარგის განვითარების პერსპექტივებზე.
სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრის ოთარ შამუგიას განცხადებით, მცირე ზომის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენას მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები პირები სახელმწიფოს 70 %-ის თანადაფინანსებით შეძლებენ.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარების და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელის ნიკოლას სენდროვიჩის განცხადებით, შესაძლოა, საქართველომ სოფლის მეურნეობის სფეროში დამატებითი მხარდაჭერა მიიღოს.
საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს 10 დღეში ერთხელ, 9 სადგურზე განახორციელებს, - ამის
რატომ შეირჩა თხილის კულტურა საპილოტე პროგრამისთვის, როგორ შეუძლიათ კერძო კომპანიებს USAID - თან პარტნიორობა, რა მიზანს ემსახურება გურიაში USAID-ის მიერ სოფლის მეურნეობაში განხორციელებული აქტივობები და სხვა საინტერესო საკითხებზე პროგრამის შესახებ, რადიო ,,ათინათის’’ ეთერში საუბრობენ USAID-ის პროგრამების სპეციალისტი კონსტანტინე კობახიძე და USAID-ის კერძო სექტორთან ურთიერთობის მრჩეველი ბევერლი ჰუვერი.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2021 წლის 1 აგვისტოდან 2022 წლის 23 იანვრის ჩათვლით საქართველოდან 18.4 ათასი ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა,
ისრაელის მაშავის საერთაშორისო კურსების განახლება პანდემიის ფონზე საქართველოთი დაიწყო, ქართველმა სპეციალისტებმა სოფლის მეურნეობის დარგში კვალიფიკაცია აიმაღლეს.
ხშირად, მოსავლის აღებამდე, მედიით ვრცელდება ხოლმე დასეტყვილი ვენახის ან სხვა სტიქიური მოვლენისგან განადგურებული ნარგავების კადრები, რომელიც უდიდესი ზარალია თავდაპირველად ფერმერისთვის, ხოლო შემდეგ ქვეყნის ეკონომიკისთვის.
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
ზუგდიდში სურსათის პროდუქტების მნიშვნელოვანი ნაწილი აგრარულ ბაზარში იყიდება. რამდენად უსაფრთხოა სურსათი, რომელსაც აქ ვყიდულობთ, როგორ აკონტროლებენ მოვაჭრეები პროდუქტის ხარისხს და იციან თუ არა ვისი წარმოებულია პროდუქცია. ვრცლად ქუჩის გამოკითხვიდან შეიტყობთ.
ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ94-კმ97 (დიზი-ლახამულა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი აქვეყნებს.
ზუგდიდში დღეს, 19 მარტს, 15:00 საათამდე მუნიციპალური ავტობუსები შეფერხებით იმოძრავებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ტრანსპორტის ადმინისტრაცია ფეისბუქ გვერდზე ავრცელებს.
ქვისცვენის და ზვავების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ94-კმ97 (დიზი-ლახამულა) და ამავე საავტომობილო გზისკმ178-კმ183 (კალა-უშგული) მონაკვეთებზე, დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი საკუთარ ვებ გვერდზე აქვეყნებს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.