ახალი ამბები
9 მაისი ევროპის დღეა
9 მაისს ევროპის დღე აღინიშნება. 75 წლის წინ, ამ დღეს, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რობერ შუმანმა დეკლარაცია წარადგინა, რომელიც ითვლება ევროპული ინტეგრაციის პროცესის დასაწყისად და ევროკავშირის შექმნის საფუძვლად.

შუმანის დეკლარაციაში გაცხადდა ქვანახშირისა და ფოლადის გაერთიანების შექმნის იდეა, რაც გულისხმობდა ევროპული ქვეყნების ერთი, ზესახელმწიფოებრივი ორგანოს ქვეშ დაკავშირებას. ეს იყო პირველი ნაბიჯი ეკონომიკური და პოლიტიკური ინტეგრაციისკენ, რამაც შემდგომში განაპირობა ევროკავშირის ჩამოყალიბება.

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ამ დღესთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ამბობს, რომ შუმანის დეკლარაცია იყო ევროპის ისტორიაში კეთილდღეობისა და მშვიდობის ყველაზე ხანგრძლივი ეპოქის დასაწყისი, ევროპა კი, გლობალური გაურკვევლობის პირობებშიც, რჩება სტაბილურობის საყრდენად ცვალებად მსოფლიოში.

ამასთან, აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს მასშტაბით აქცია-მსვლელობები გაიმართება. ზუგდიდში კი, ტრადიციულ ლოკაციაზე, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წინ, 19:00 საათიდან დაიწყება აქცია სლოგანით „ირო წიმი ევროპაშა“.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2026
დღევანდელი ჩვენი რადიოგადაცემის თემაა „გულიერობა“ - აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გულეიკარში, ყოველ 12 აგვისტოს გამართული ტრადიციული ხატობის დღესასწაული.
04 / აგვისტო 2026
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
31 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« სექტემბერი 2026 »»
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 1234
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.