დღეს, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის „პრეზიდენტობის“ კანდიდატები, ადგურ არძინბა და ბადრა გუნბა მოლაპარაკებებს გამართავენ. ამის შესახებ ტელეგრამის არხი RESPUBLICA იუწყება.
ამავე ცნობით, „კანდიდატების“ პრესკონფერენცია რუსული ფედერალური არხების მონაწილეობით გაიმართება.
„ჩვენ შევთანხმდით, რომ ჩვენი კანდიდატები ადგურ არძინბა და ბადრა გუნბა 12:00 საათზე შეხვდებიან და განიხილავენ ქვეყანაში არსებულ ვითარებას, ჩვენი კანდიდატის მიმართ ბრალდებებს და მათთვის საინტერესო საკითხებს. რის შემდეგაც, ამ კითხვების მოხსნის შემთხვევაში, ისინი შეხვდებიან მედიის წარმომადგენლებს, მათ შორის რუსეთის ფედერაციის ფედერალურ მედიას, და შეატყობინებენ, რომ აფხაზეთში არ არსებობს „პროთურქული“ ძალები ან ანტირუსული განწყობები“, - წერს ტელეგრამის არხზე, ადგურ არძინბას მხარდამჭერი , ვეტერანთა ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ტიმურ გულია.
20 თებერვალს არძინბას მხარდამჭერები სოხუმის ფილარმონიაში შეიკრიბნენ და შეშფოთება გამოხატეს, ოპოზიციური კანდიდატის მიმართ აგორებულ კამპანიასთან დაკავშირებით, რომელშიც, მათი თქმით, ჩართულია „ანონიმური რესურსები, რუსული მედიის გამოყენებით". მათ მოითხოვეს, რომ ბადრა გუნბამ "გამოხატოს თავისი პოზიცია არძინბას პროთურქულ პოზიციებთან დაკავშირებით და დელეგაცია გაგზავნეს გუნბას შტაბში. მათ ასევე მიმართეს პუტინს და აფხაზეთის პროკურატურას.
„არძინბას შტაბმა მოითხოვა შეხვედრა. ჩვენ არ აგვიღია რაიმე ვალდებულება, შეხვედრის შედეგებთან დაკავშირებით. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაზეც შევთანხმდით, იყო შეხვედრის ჩატარება. ჩვენ მხარი დავუჭირეთ ამ თხოვნას შემდეგი პირობებით: პირველი, უნდა ითქვას, რომ აფხაზეთის ხალხი განსაზღვრავს კენჭისყრის შედეგებს. მეორე, არც ერთმა შტაბმა არ უნდა მოახდინოს ზეწოლა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებზე. და მესამე, რომ ნოემბრის შეთანხმებაში ცვლილებები მიუღებელია. ეს ის პუნქტებია, რომლებსაც ამ შეხვედრაზე მივიღებთ. არანაირი სხვა ვალდებულებები ან დაპირებები ჩვენს კოლეგებს არ აუღიათ“, - ციტირებს გუნბას სიტყვებს“აფსნიპრესი“.
ტელეგრამის არხების მომხმარებლები აღნიშნავენ, რომ „საპრეზიდენტო“ არჩევნების პირველი ტურის შემდეგ, „დაძაბულობამ პიკს მიაღწია“ და ვითარების განმუხტვის აუცილებლობაზე საუბრობენ.
ოკუპირებულ აფხაზეთში
„საპრეზიდენტო“ არჩევნების მეორე ტურში, რომელიც 1 მარტს გაიმართება, მონაწილეობას ორი კანდიდატი მიიღებს, ასლან ბჟანიას თანაგუნდელი - ბადრა გუნბა და აფხაზი ოპოზიციონერი, ადგურ არძინბა.
ვადამდელი „საპრეზიდენტო“ არჩევნები, აფხაზეთში, გუშინ, 15 თებერვალს
გაიამრთა. ცნობისთვის, ყოფილი “პრეზიდენტი” ასლან ბჟანია თანამდებობიდან 19 ნოემბერს
გადადგა, რასაც წინ უსწრებდა ოპოზიციის პროტესტი და ე.წ. პარლამენტში სოხუმსა და მოსკოვს შორის საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირების პროცესის ჩაშლა. მოგვიანებით, ე.წ. პარლამენტმა
ჩააგდო რუსულ - აფხაზური საინვესტიციო შეთანხმების რატიფიცირების საკითხი.
ფოტო: "აიაშარა"
მასალის გამოყენების პირობები