ახალი ამბები
აფხაზეთში არჩევნები შედგა, ამომრჩეველთა აქტივობამ 55% შეადგინა - დე ფაქტო ცესკო

ადგილობრივი დროით 18:00 საათის მონაცემებით, აფხაზეთის ვადამდელ “საპრეზიდენტო” არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 55% შეადგინა (79019 ადამიანი), - ამის შესახებ თვითაღიარებული რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ დიმიტრი მარშანმა ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ამდენად, არჩევნები შედგა.



ამავე ცნობით, არჩევნები ჩატარებულად ითვლება, თუ კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა სიებში შეყვანილ ამომრჩეველთა ნახევარზე მეტმა. გაიმარჯვებს ის კანდიდატი, რომელიც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 50%-ზე მეტ ხმას დააგროვებს.

დღეს, 15 თებერვალს, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში ვადამდელი „საპრეზიდენტო“ არჩევნები იმართებოდა. 

დე ფაქტო ცესკოს ცნობით, ერთიან საარჩევნო სიაში 135 ათასამდე ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული. კენჭისყრისთვის 152 საარჩევნო უბანი გაიხნა,
მათ შორის ორი - რუსეთის ორ ქალაქში (მოსკოვსა და ჩერქესკში).

არჩევნების წინა დღეს თურქეთის ქალაქ საკარიაში, სადაც აფხაზური დიასპორის მნიშვნელოვანი ნაწილი ცხოვრობს, საარჩევნო უბანი დაიხურა. 

ცმობისთვის, „პრეზიდენტობისთვის“ 5 კანდიდატი იბრძვის. მათ შორის, ყველაზე დიდ კონკურენტებად ბადრა გუნბა და ადგურ არძინბა მიიჩნევიან.

"პრეზიდენტის" მოვალეობის შემსრულებელი, ბადრა გუნბა, ბჟანიას თანაგუნდელია და კრემლის ფავორიტად ითვლება. 

ეკონომიკის ყოფილი "მინისტრი", აფხაზი ოპოზიციონერი, ადგურ არძინბა, მონაწილეა 2024 წლის საპროტესტო აქციის, რომლის შედეგადაც გადადგა ყოფილი აფხაზი ლიდერი ასლან ბჟანია და ჩავარდა სოხუმსა და მოსკოვს შორის საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირება.

„პრეზიდენტობის“ დანარჩენი კანდიდატები არიან:

სოხუმის ყოფილი "სავაჭრო წარმომადგენელი მოსკოვში" - ოლეგ ბარციცი;

"კონტროლის პალატის" ყოფილი ხელმძღვანელი - რობერტ არშბა;

კომერციული "შავი ზღვის განვითარების ბანკის" გამგეობის თავმჯდომარე, ადგურ ხურხუმალი.

ცნობისთვის, ყოფილი “პრეზიდენტი” ასლან ბჟანია თანამდებობიდან 19 ნოემბერს გადადგა, რასაც წინ უსწრებდა ოპოზიციის პროტესტი და ე.წ. პარლამენტში სოხუმსა და მოსკოვს შორის საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირების პროცესის ჩაშლა. მოგვიანებით, ე.წ. პარლამენტმა ჩააგდო რუსულ - აფხაზური საინვესტიციო შეთანხმების რატიფიცირების საკითხი.


 

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
დღის სიახლეები
14 / აპრილი 2025
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, დღეიდან ფოთში, B კატეგორიის პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპს ახალი საგამოცდო მარშრუტი დაემატა.
14 / აპრილი 2025
ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ185-კმ192 (უშგული-ლასდილი) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ საავტომობილო გზების დეპარტამენტში განუცხადეს.
12 / აპრილი 2025
"როსავიაციამ" ორ რუსულ ავიაკომპანიას, iFly-სა და Nordstar-ს, მოსკოვიდან და კრასნოიარსკიდან სოხუმის აეროპორტის მიმართულებით ფრენების ნებართვა მისცა. შესაბამისი ბრძანება რუსეთის რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტომ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აპრილი 2025 »»
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 1234
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.