აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მოსმენაზე, რომელიც ევროპის მომავალს ეხებოდა, საქართველოს ევროატლანტიკური
პერსპექტივაც განიხილეს და აღნიშნეს, რომ ქვეყანამ გადაუხვია დასავლურ გზას.
ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ჯეიმს ო"ბრაიენის თქმით, საქართველოში არსებული პრობლემური საკითხებიდან ერთ-ერთი ჩინეთის მიერ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებაა.
"პორტი ჩინეთმა არ უნდა ააშენოს", - განაცხადა მან.
მისივე განმარტებით, ეს ის ნაბიჯი იქნება, რომელიც ევროკავშირისა და ნატოს გზაზე ქვეყნის დაბრუნებას ხელს შეუწყობს.
შეგახსენებთ, საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა 25 ივლისს
თქვა, რომ ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით კერძო პარტნიორის შერჩევის ეტაპი 26 ივლისს დასრულდებოდა და მშენებელი კომპანიასაც სწორედ ამ დღეს გამოავლენდნენ.
ცნობისთვის, მინისტრის
განმარტებით, პორტის პროექტის გამარჯვებულად ჩინური კონსორციუმი გამოცხადდებოდა, რადგან სამინისტრომ წინადადებები მხოლოდ მისგან მიიღო. პარტნიორის შერჩევის ეტაპი კი წარმატებით გაიარა შვეიცარიულ-ლუქსემბურგულმა კომპანიამაც.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში კი
განაცხადეს, რომ შერჩეული ჩინური კონსორციუმი ამერიკის მთავრობამ სამხედრო, სადაზვერვო-კვლევით საქმიანობაში, იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის წარმოების განვითარებაში ამხილა. მათი განმარტებით, კონსორციუმს აქვს თაღლითობასა და კორუფციაში მონაწილეობის ისტორიაც.
ამავე თემაზე:ანაკლიის პორტი გახდება ჩინეთ-საქართველოს ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობის სიმბოლური პროექტი - ჩინეთის ელჩი
ჩინეთის ანაკლიაში შემოსვლისას რამდენად დაცული იქნება ქვეყნის უსაფრთხოება, ის ალიანსშია რუსეთთან - მამუკა ხაზარაძე
ჩინეთთან ბიზნესის კეთებისას მნიშვნელოვანია ჩატარდეს საფუძვლიანი გამოკვლევა - აშშ-ის სახდეპი
ანაკლიის პორტის მშენებლობაში ჩართვის პრობლემა ჩინურ კომპანიებს არ ექნებათ - ჩინეთის ელჩი
ანაკლიაში ჩინელების ამ დოზით შემოყვანა დანის ჩარტყმაა ამერიკელ, ევროპელ პარტნიორებთან ურთიერთობებში - პრეზიდენტი
მასალის გამოყენების პირობები