აქციის მონაწილეები ზუგდიდის ქუჩებში მსვლელობას მართავენ. ისმის შეძახილები: „სად მივდივართ? - ევროპაში!“, „ ვისია ეს ქვეყანა? - ჩვენი!“, „საქართველოს დიდება! - ერთობას დიდება!“ „გადმოდით ისტორიის ნათელ მხარეს!“
მანამდე, მოქალაქეები სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობის წინ
შეიკრიბნენ, მათ სოლიდარობა გამოუცხადეს, თბილისში აქციაზე დაშავებულ ზუგდიდელებს, ასევე გაფიცულ ხელოვანებს.
ხელახალი არჩევნები, ცესკოს რეფორმა, სამართალდამცავი ორგანოების სისტემური რეფორმა, ეს იყო მთავარი მოთხოვნები, რომლებიც გაისმა დღევანდელ აქციაზე.
მომიტინგეებს ხელში უჭირავთ საქართველოს და ევროკავშირის დროშები და პროევროპული შინაარსის ბანერები.
მოქალაქეები, სამოქალაქო აქტივისტები, სტუდენტები, აბიტურიენტები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მე-8 დღეა, „ქართული ოცნების“ მიერ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის 2028 წლამდე შეჩერებას აპროტესტებენ.
მასალის გამოყენების პირობები