ახალი ამბები
ხელახალი არჩევნები, ცესკოს რეფორმა - რას ითხოვენ ზუგდიდში აქციის მონაწლეები (ფოტო)
ზუგდიდში, ამ წუთებში აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეები ისევ შეიკრიბნენ სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობის წინ.

მათ ხელში უჭირავთ, საქართველოს და ევროკავშირის დროშები და პროევროპული შინაარსის ბანერები.

ხელახალი არჩევნები, ცესკოს რეფორმა, სამართალდამცავი ორგანოების სისტემური რეფორმა, ეს არის მთავარი მოთხოვნები, რომლებიც ისმის დღევანდელ აქციაზე.

ქალაქის ცენტრში შეკრებილი მოქალაქეები, სამოქალაქო აქტივისტები, სტუდენტები, აბიტურიენტები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, „ქართული ოცნების“ მიერ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის 2028 წლამდე შეჩერებას აპროტესტებენ.

უკვე მერვე დღეა, ხალხმრავალი დემონსტრაციები იმართება თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის, ზუგდიდში.

მათი მონაწილეების განცხადებით, ქვეყანაში მიმდინარე პროცესები საქართველოს სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებასა და კონსტიტუციის 78-ე მუხლის დარღვევას ეხება, რომელიც ხელისუფლებას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად ყველა ზომის მიღებას ავალდებულებს.

ამავე თემაზე:

პროტესტის მე - 7 დღე ზუგდიდში (ფოტო)

ახლა დუმილი დანაშაულია, გამოდი გარეთ - ზუგდიდის უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი

"საქართველოს ადგილი ევროპაშია!", - ასოციაცია „ათინათი“

ზუგდიდში მოსწავლეების ნაწილი დილიდან გაიფიცა





Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
სტატია
დღის სიახლეები
11 / ივნისი 2026
„საბედიანო“ - ასე ეწოდებოდა ისტორიულ-გეოგრაფიულ სივრცეს, რომელიც შუა საუკუნეებში დასავლეთ საქართველოს დიდ ნაწილს აერთიანებდა.
11 / ივნისი 2026
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
10 / ივნისი 2026
ფინანსური მონაცემების დაცვა კომპანიის სტაბილურობის მთავარი საწინდარია.
ოდაბადეშ კინოხონი
11 / ივნისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2026 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.