DCFTA-ს შესახებ რეგიონებში საინფორმაციო მაგიდები ამოქმედდება (ვიდეო)
13:44 / 02.04.2018
ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის - „სამოქალაქო
საზოგადოების ორგანიზაციები ევროპასთან თავისუფალი
ვაჭრობის მხარდასაჭერად“ სამიზნე სამოქალაქო ორგანიზაციებთან საგრანტო
ხელშეკრულებები გაფორმდა. შემდეგომ კი რეგიონებში მოქმედი
23 სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციის ბაზაზე DCFTA საინფორმაციო
რესურს მაგიდები ამოქმედდება.
აღნიშნულ პროექტს, ორგანიზაცია „ფიფლ ინ ნიდ“, პარტნიორ
ორგანიზაციებთან ერთად, საქართველოს 7 რეგიონში (იმერეთი,
მცხეთა-მთიანეთი, კახეთი, სამცხე-ჯავახეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი,
აჭარა და ქვემო ქართლი)ახორციელებს. სამიზნე სამოქალაქო
საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ევროპასთან თავისუფალი
ვაჭრობის შეთანხმების შესახებ ტრენინგები უკვე გაიარეს და ისინი
მიღებულ ცოდნას ადგილობრივ მეწარმეებს გაუზიარებენ.
პროექტის პარტნიორები არიან სოფლად თემთა განვითარების სააგენტო, PMC
კვლევითი ცენტრი და ასოციაცია „ათინათი“.
სოფლის მეურნეობისა და სამხარეო განვითარების ქართული ალიანსი კი
მხარს უჭერს პროექტის ფარგლებში სამოქალაქო ინტერესების დაცვის
ძალისხმევას.
28-29 ნოემბერს თბილისში, გამოფენების ცენტრ "ექსპოჯორჯია"-ში სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების 23-ე საერთაშორისო გამოფენა – Agro/Food/Drink/Tech/Expo 2025 გაიმართება.
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;
მეგრული მითოლოგია წყალთან დაკავშირებულ მრავალ რიტუალს მოიცავდა. წყალს მიიჩნევდნენ არა მხოლოდ სიცოცხლის წყაროდ, არამედ მფარველად, რომელსაც ნაყოფიერებასა და ჯანმრთელობას სთხოვდნენ.
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ძველ სამეგრელოში გავრცელებულ ერთ-ერთ ყველაზე იდუმალ ტრადიციაზე ,,შურუბუმობაზე", დუმილის აღთქმაზე, რომელიც ოჯახს ბოროტისგან დამცავ ძალას ანიჭებდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები