დღეს ბლოკში შემავალი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ჩხოროწყუ-წალენჯიხა-მარტვილი-აბაშის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი როლანდ ფიფია,
საქართველოს რესპუბლიკური პარტიის სამდივნოს წევრი გრიგოლ სორდია და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ჩხოროწყუს რაიონული ორგანიზაციის აქტივისტები და ახალგაზრდული ფრთის წევრები სოფელ კირცხში იმყოფებოდნენ და "კარდაკარი"-ს ფარგლებში სხვადასხვა უბნის ამომრჩევლებს შეხვდნენ. ინდივიდუალურ შეხვედრაზე, როგორც ყველგან აქაც გამოიკვეთა რიგი პრობლემები, რომელიც როგორც ელემენტარულ საყოფაცხოვრებო, ასევე ინფრასტრუქტურულ საკითხებს უკავშირდებოდა. დეპუტატობის კანდიდატებმა ამომრჩევლებს მიაწოდეს ინფორმაცია პრობლემების აღმოფხვრის კუთხით საარჩევნო ბლოკის სამუშაო გეგმის შესახებ.
შეხვედრის ფარგლებში მოსახლეობას პარტიის აქტივისა და ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა საარჩევნო-სააგიტაციო ბუკლეტები დაურიგეს.
"მე ვგრძნობ უდიდეს პასუხისმგებლობას ჩემი ოლქის – აბაშელი, მარტვილელი, ჩხოროწყუელი, წალენჯიხელი ამომრჩევლების და სამეგრელოს მოსახლეობის წინაშე. მე მზად ვარ ბრძოლისთვის და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ბრძოლაში გავიმარჯვებ ჩემს ამომრჩეველთან და ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად. წინ უდიდესი გამოწვევებია – სამეგრელო და ჩემი ოლქი გამოსაყვანია უდიდესი ეკონომიკური და სოციალური პრობლემებიდან და მე ამ ბრძოლის წინა ხაზზე ვიქნები. თითოეული ოჯახი ძალიან მალე იგრძნობს საკუთარ სიძლიერეს", – აცხადებს ფიფია.
მისივე განცხადებით, ახლა ლოდინის დრო არ არის.
"გაითვალისწინეთ, რომ მხოლოდ სამშენებლო სამუშაოებში ასობით ჩვენი თანამოქალაქე დასაქმედება. ნუ დაგვავიწყდება, რომ სამეგრელო, ანუ ახალი სამეგრელო რეალურად ხდება საერთაშორისო ტრასნაციონალური პროექტების უმთავრესი ადგილი. აქ ვგულისხმობ ასევე ანაკლია-ლაზიკის მშენებლოს განახლებასაც. ესეც დამატებითი სამუშაო ადგილებია. ჩვენ განვავითარებთ საგზაო ინფრასტრუქტურასაც. აბაშიდან, მარტვილიდან ანაკლიამდე იქ დასაქმებულს გზაში 40 წუთი, ერთი საათის მეტი არ უნდა დასჭირდეს, ჩხოროწყუდან და წალენჯიხიდან კი უფრო ნაკლები. ეს ბევრად ნაკლებია ვიდრე განვითარებული ქვეყნების მაგალითები. ნიუ-იორკში, ან გნებავთ პარიზში სამსახურში მისასვლელად დასაქმებული საშუალოდ საათ-ნახევარს ხარჯავს. მაგალითისთვის აბაშაში მცხოვრებ ექიმს წალენჯიხაში მისასვლელად ერთ საათზე მეტი არ დასჭირდება, იმავე დღეს კი მას შესაძლებლობა ექნება ზუგდიდში გააკეთოს ოპერაცია და საღამოს დაუბრუნდეს თავის ოჯახს", - აღნიშნა კანდიდატმა.
მასალის გამოყენების პირობები