ალექსანდრე მოწერელია: მომავალი 4 წლის განმავლობაში გვექნება საშუალება იმისა, რომ სისტემურად განახლდეს ინფრასტრუქტურა, რაც ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში უფრო მეტ სამუშაო ადგილს შექმნის
ჩხოროწყუში "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატის ალექსანდრე მოწერელიას წარდგენა გაიმართა.
"დღეს ჩვენ ვიმყოფებით პრემიერ-მინისტრის მშობლიურ სოფელში, მუხურში, საიდანაც მოდის მისი ფესვები. ვართ დიდებული ქართველი პოეტის, ლაშა გახარიას სახლ-მუზეუმში. ჩვენი მიღწევა არის ის, რომ ქვეყნის ძალადობით მართვას ვუთხარით უარი, სწორედ ესაა ჩვენი მთავარი გზავნილი. მივდივართ კარგად, მაგრამ კარგი უკეთესით უნდა შევცვალოთ. როგორც პრემიერმა აღნიშნა, მომავალი 4 წლის განმავლობაში გვექნება საშუალება იმისა, რომ სისტემურად განახლდეს ინფრასტრუქტურა, რაც შექმნის უფრო მეტ სამუშაო ადგილს, ისეთ ულამაზეს და სტუმართმოყვარე მუნიციპალიტეტში, როგორიც ჩხოროწყუა. პანდემიაც დასრულდება და ჩვენ ტურისტებთან ერთად მივალთ ტობავარჩხილამდე. მომდევნო 4 წელი გაგრძელდება ის სამუშაოები, რომელსაც ჩვენ ვახორციელებდით ჩემი გუბერნატორობის პერიოდიდან. თითოეულ სოფელში ერთად დავდიოდით და თითოეული მოქალაქის პრობლემას ვეცნობოდით. კვლავაც გავაგრძელებთ სოფლის მეურნეობის, აგროტურიზმის მხარდაჭერას. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ მხარდაჭერისთვის, ჩვენ ერთად ვიღვაწებთ უკეთესი საქართველოსთვის", - აღნიშნა ალექსანდრე მოწერელიამ.
მასალის გამოყენების პირობები