დაფინანსებული
ზუგდიდში პირველი საერთაშორისო კონკურს-ფესტივალი "N1" გაიმართა (ფოტო/ვიდეო)
2024 წლის 7, 8, 9 ივნისს, ზუგდიდში მუსიკალურ-ქორეოგრაფიული ღონისძიება "პირველი საერთაშორისო კონკურს - ფესტივალ "N1" ჩატარდა. ორგანიზატორების ინფორმაციით, ფესტივალის ძირითადი იდეაა სხვადასხვა ქვეყნის კულტურის, ტრადიციების, ნიჭიერი, შემოქმედი ადამიანების და ჯგუფების გამოვლენა, მხარდაჭერა და პოპულარიზაცია.

7 და 8 ივნისს, ფესტივალში მონაწილეობდნენ 40-მდე ქართული და ყაზახური ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლები.

ღონისძიების მესამე დღეს ვოკალური კონკურსი გაიმართა, რომელიც პროფესიონალმა ჟიურიმ შეაფასა. მას მანანა მორჩილაძე თავმჯდომარეობდა, წევრები კი იყვნენ: ლაშა მძინარაშვილი, ნურბოლატ სეიტმურატოვი, მანუჩარ სამუშია, მარია ლიკლიკაძე, სოფია ქირია, თამუნა მიქავა.

საბოლოოდ, გალა - კონცერტით დაიხურა პირველი საფესტივალო წელი.

ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ: ტურისტული კომპანია GO 2 GEOღGIA, ნანა ჩიქავა, სოფო შანავა და გიორგი ბენდელიანი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრი.
 ისინი ამბობენ, რომ ისინი უკვე ემზადებიან მომავალი წლის კიდევ უფრო მასშტაბური კონკურსისთვის და მათი თქმით, მოლაპარაკებები მსოფლიოს 9 ქვეყანასთან მიმდინარეობს.

ფესტივალის პარტიონები რადიო "ათინათი", სტუდიო "ორკოლი", მაღაზიათა ქსელი "მინისო" და სასტუმრო "ანაკლია" არიან.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.