2022 წელს ზუგდიდში დაფუძნდა ,,ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი", რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების
ხარისხის გაზრდა. ამ მიზნით ცენტრი ადგილობრივ დონეზე შშმ პირებს, მათი ოჯახის წევრებს და სხვა დაინტერესებულ პირებს აწვდის ინდივიდუალური და სისტემური ადვოკატირების, ურთიერთდახმარების, ცნობიერების ამაღლების, ინფორმაციის და გადამისამართების მომსახურებებს და უზრუნველყოფს შშმ პირების უფლებების დაცვას საზოგადოებრივი ცხოვრების ნებისმიერ სფეროში.
ცენტრის საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება შშმ პირების დასაქმების ხელშეწყობაა, ვინაიდან შშმ პირებისთვის დასაქმება უფლებების რეალიზების, საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობის და ადაპტირების ერთ-ერთი ეფექტური გზაა.
მოგეხსენებათ, რომ დღევანდელ დღეს ციფრული უნარების ცოდნა დასაქმებისთვის მნიშვნელოვან პრერეკვიზიტს წარმოადგენს. სწორედ ამის გათვალისწინებით, "ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრმა" დაიწყო და ახორციელებს პროექტს ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და NEET ახალგაზრდების ციფრული და სამეწარმეო მიმართულებით გაძლიერება". პროექტი, თავის მხრივ, წარმოადგენს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის "ციფრული და კარიერის მართვის კომპეტენციების გაძლიერება საქართველოში, სომხეთსა და მოლდოვაში მცხოვრები მოწყვლადი ახალგაზრდებისთვის" ქვე-საგრანტო პროექტს, რომელსაც ახორციელებენ ორგანიზაციები: ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი, კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის (საქართველო), აგატი (სომხეთი) და მილენიუმი (მოლდოვა).
ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების პროექტის ფარგლებში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით შეირჩნენ ახალგაზრდები, რომლებთანაც ჩატარდა 7 ფოკუს-ჯგუფი. ფოკუს-ჯგუფის შეხვედრების მეშვეობით განისაზღვრა მონაწილეთა ციფრული უნარების ფლობის დონე, კომპეტენციები და სამუშაო ინტერესის სფეროები.
შემდგომ ეტაპზე დაგეგმილია 3 ორდღიანი ტრენინგი, როგორც პირისპირ ასევე ონლაინ ფორმატში.
ტრენინგზე განხილული იქნება შემდეგი თემები:
• ციფრული წიგნიერების ძირითადი უნარები,
• ონლაინ ინსტრუმენტებისა და ციფრული პლატფორმების გამოყენება,
• სამეწარმეო მიზნებისთვის ციფრული უნარების გამოყენება,
• AI ინსტრუმენტების სხვადასხვა დისციპლინაში გამოყენება.
"ეს სტატია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს."
მასალის გამოყენების პირობები