„ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“ - ზუგდიდში მეწარმეებთან შეხვედრა გაიმართა (ფოტო/ვიდეო)
15:54 / 12.03.2025
ზუგდიდში, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“ ფარგლებში მორიგი ინფორმაციული შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ამჯერად მეწარმეები, მათ შორის ბიზნესოპერატორები მონაწილეობდნენ.
ორგანიზატორებმა და მოწვეულმა ექსპერტმა აუდიტორიას სურსათის უვნებლობის მიმართულებით არსებული თანამედროვე სტანდარტები გაუზიარეს, რაც პროდუქტის წარმოების პროცესს უფრო ხარისხიანს გახდის.
მეფუტკრე მარინე ქარდავა ამბობს, რომ სურსათის უვნებლობაზე ინფორმაციის ნაკლებობის გამო, ფერმერები ბევრ შეცდომას უშვებენ და სწორედ ამიტომ, მსგავსი შეხვედრები ხელს შეუწყობს ცნობიერების ამაღლებას.
„ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა სურსათის უვნებლობის საკითხის წარმომადგენლებთან. კმაყოფილი დავრჩი. ეს შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია არამხოლოდ ჩვენთვის, არამედ იმ მეწარმეებისთვისაც, ვინც ჩვენს უკან დგანან, ჩვენთან ერთად აწარმოებენ პროდუქტებს. ძალიან ბევრ შეცდომას ვუშვებთ ინფორმაციის არქონის გამო, ამიტომ ეს შეხვედრები, როგორც აქ ითქვა, ფერმერებთანაც უნდა იყოს, რომლებიც საკვებ პროდუქტებს ქმნიან. დიდი მადლობა სურსათის უვნებლობის წარმომადგენლებს. ვისურვებდი მსგავსი შეხვედრების კიდევ ჩატარებას“, - აღნიშნავს ქარდავა. სურსათის უვნებლობის ექსპერტის სალომე ბოჭორიშვილის შეფასებით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა ჩატარდა მოსწავლეებთან, სადაც განიხილეს უვნებელი სურსათის წარმოების ელემენტები და მოზარდისთვის ჯანსაღი კვების მნიშვნელობა. პროექტს ახორციელებს ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი ააიპ „სამეგრელოს ხმასთან“ თანამშრომლობით, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ENPARD IV/ენპარდიIV -ის ფარგლებში. დაფინანსებულია შვედეთის საელჩოს, ჩეხეთის განვითარების სააგენტოსა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მიერ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
ზუგდიდში, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“ ფარგლებში მორიგი ინფორმაციული შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ამჯერად მეწარმეები, მათ შორის ბიზნესოპერატორები მონაწილეობდნენ.
28 თებერვალს, ზუგდიდში, ევროკავშირის მხარდაჭერით, სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებით, ჩატარდა მორიგი ინფორმაციული შეხვედრა, რომელშიც მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
28 თებერვალს, ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით, ჩატარდა ინფორმაციული შეხვედრა სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებით, რომელსაც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები ესწრებოდნენ. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები