საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შესახებ გადაწყვეტილება
ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში უკვე გამოქვეყნდა. აღნიშნული
გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეები
20 დღეში, ანუ 28 მარტიდან შენგენის ზონაში ვიზის გარეშე მიმოსვლას
შეძლებენ.
საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ზონაში 180 დღის ვადაში 90 დღის
გატარება შეუძლიათ. უვიზო მიმოსვლა ევროკავშირის 22 წევრ, 4 არაწევრ
და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანაში იქნება შესაძლებელი.
მასალის გამოყენების პირობები