რეგიონი
ასოციაცია "თანხმობის" შეხვედრა ზუგდიდში (ვიდეო)
იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობამ“ ზუგდიდში სხვადასხვა პარტიის მერობისა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებთან შეხვედრა გამართა. ორგანიზაციის ხელმძღვანელის იულია ხარაშვილის თქმით, შეხვედრის მიზანია ამომრჩევლებმა კანდიდატებისგან მოისმინონ, თუ რა პროგრამები აქვთ მათ დევნილი ქალებისა და გოგონების გაძლიერებისთვის.

„წლებია ვმუშაობთ საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, მათ შორის ზუგდიდში. ჩვენი პროექტის ერთ-ერთი ამოცანაა გავაძლიეროთ სამოქალაქო საზოგადოება და შევისწავლოთ დევნილების პრობლემები. „გვაინტერესებს დღევანდელ კანდიდატებს სხავადსხვა პარტიებიდან რა პროგრამები აქვთ და ითვალისწინებს, თუ არა მათი პროგრამები, დევნილების და კონფლიქტით დაზარალებული ადამიანების მათ შორის ქალების და გოგონების პრობლემებს“, - აღნიშნა მან.

კანდიდატებმა არსებული პრობელმების მოგვარების გზებზე ზოგადად ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ მათ საარჩევნო პროგრამებში, როგორც ადგილობრივი, ასევე დევნილი მოსახლეობის პრობლემების გადაჭრის გზებია ასახული.

„დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გურგენ სართანიას თქმით, იგი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ეკონომიკური განვითარებისა და მცირე ბიზნესის წამოსაწყებად ადგილობრივ ბიუჯეტში 500 ათასი ლარის გათვალისწინებას გეგმავს.

„შენების მოძრაობის“ მერობის კანდიდატის მაია ღურწკაის განმარტებით, მისი მოძრაობა შეეცდება, რომ დევნილებს ღირსეულ საცხოვრებელი და სამუშაო პირობებს შეუქმნას.

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ირუზა კაკავა ამბობს, რომ მას სხვადასხვა არასამთავრობო ორაგნიზაციების დახმარებითა და საკუთარი ძალისხმევით ადგილობრივების, დევნილი ქალების და ბავშვების დასახმარებლად არაერთი პოექტი განუხორციელებია. ის მომავალშიც ამ მიმართულებით გეგმავს მუშაობის გაგრძელებას. 

„პატრიოტთა ალიანსის“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი გოგიტა ბიგვავა მიიჩნევს, რომ დევნილების პრობლემა  სახელმწიფოს პრობლემაა და ის მუნიციპალიტეტის დონეზე ვერ გადაწყდება, თუმცა ამბობს რომ, მას მჭიდრო კომუნიკაცია ექნება დევნილთა სამინისტროსთან.

„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა, კი დევნილთა განსახლების პრობლემაზე გაამახვილეს ყურადღება და აღნიშნეს, რომ მათ დღემდე უკიდურესად რთულ პირობეში უწევთ ცხოვრება.

რაც შეეხება დამოუკიდებელი კანდიდატის დომენტი სიჭინავას იურისტის კესო ჩხიკვაძის განცხადებით, სახელმწიფოს ღირსების საკითხია, ის რომ დევნილები დღეს რთულ პირობებში იმყოფებიან. მისი თქმით, მთავრობის მთავარი მიზანი არა ერთჯერადი დახმარება, არამედ დევნილების ფსიქოლოგიური დახმარება და განვითარება უნდა იყოს.

შეხვედრის მთავარი თემის - ქალებისა და გოგონების გაძლიერბის შეასხებ კონკრეტულ გეგმებზე არცერთი პარტიის კანდიდატს არ უსაუბრია.

ღონისძიება პროექტის „ერთად ჩვენი უფლებებისთვის“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც ასოციაცი „თანხმობა“ გერმანული ორგანიზაცია „პური მსოფლიოსთვის“ მხარდაჭერით ახორციელებს.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
სტატია
დღის სიახლეები
19 / მაისი 2025
სოხუმის აეროპორტის პრესსამსახური უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, ობიექტზე დასაქმებული კომპანიის თანამშრომლების გაფიცვის შესახებ.
19 / მაისი 2025
2024 წელს სამეგრელო-ზემო სვანეთში უმუშევრობის დონე 2023 წელთან შედარებით 1.7 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 10.5 პროცენტი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებში ვკითხულობთ.
19 / მაისი 2025
გაგრის რაიონში სოფელ ფსახარასთან (კოლხიდა) ერთ- ერთი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და შედეგად, ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
15 / მაისი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.