პირველი აგრო-ტურისტული ფესტივალი მუხურში (ფოტო, ვიდეო)
11:32 / 07.08.2018
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურის მეფუტკრეობის ბაზის
ტერიტორიაზე რეგიონის მასშტაბით პირველი აგრო-ტურისტული
ფესტივალი გაიმართა.
ღონისძიებაზე ფერმერებმა სოფლის მეურნეობის პროდუქტები წარმოადგინეს,
მოეწყო ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვაც.
ასევე ფესტივალზე მეგრული კერძების მომზადება-დეგუსტაცია იყო
შესაძლებელი.
ღონისძიებაზე გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის ფარგლებში
გადამზადებული სამეგრელოს რეგიონის სოფლის მეურნეობის დარგობრივი
სპეციალისტებისთვის სერთიფიკატების გადაცემის საზეიმო ცერემონიალი
გაიმართა.
ზამთარში თუ შვებულების საინტერესოდ გატარებას გეგმავ, მთავარი მისი სწორად დაგეგმვაა. სწორი გათვლებითა და მცირე დანახარჯებით შეგიძლიათ ოცნების არდადეგები მოიწყოთ.
ზუგდიდში საპროტესტო შინაარსის სტენსილების ავტორსა და სამოქალაქო აქტივისტს როსტომ ზარანდიას პოლიცია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის დარღვევას ედავება, რაც მუნიციპალიტეტის ტერიტორიის იერსახის დამახინჯებას გულისხმობს. შესაბამისი ვიდეო მასალა აქტივისტმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გაავრცელა, რომელშიც ნაჩვენებია, რომ პოლიციელებმა სამართალდარღვევის ოქმი მას სახლში მიუტანეს.
აფხაზ „დეპუტატს“ კან კვარჩიას რუსეთის მოქალაქეობა ჩამოართვეს. სააგენტო „აიაშარას“ ცნობით, შესაბამისი დოკუმენტი მან რუსეთის ფედერაციის უშიშროების ფედერალური სამსახურისგან წინა დღით მიიღო.
აფხაზეთის უმაღლესმა საბჭოს მიერ პარლამენტში წარდგენილი ინიციატივით, დევნილი ოჯახების საცხოვრებელი ფართით ან სათანადო ფულადი დახმარებით უზრუნველყოფის წესში ცვლილება ხორციელდება. დოკუმენტს დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები