საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა აფაზურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად,
ოკუპირებულ აფხაზეთს ჩინეთის ბიზნეს - დელეგაცია სტუმრობდა, წერს „აფხაზეთი ინფო“. უწყებაში აღნიშნავენ, რომ საკითხთან დაკავშირებით შედგა კომუნიკაცია ჩინეთის დიპლომატიურ წარმომადგენლობასთან საქართველოში.
„ჩინურმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მხარს უჭერს და პატივს სცემს საქართველოს სუვერენინტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას“.
ჩინური დელეგაცია სოხუმში 13 ნოემბერს იმყოფებოდა. მათ დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობის წარამომადგენლებთან აფხაზეთის ტერიტორიაზე ელექტრომობილების წარმოების შესაძლებლობები განიხილეს.
ამავე თემაზე :
მასალის გამოყენების პირობები