ჩინელები სოხუმში ელექტრომობილების წარმოების შესაძლებლობას განიხილავენ
სოხუმში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დელეგაცია ჩავიდა. „აფსადგილ ინფოს“ ცნობით, მის შემადგენლობაში China UNiCOM - ის მთავარი ინჟინერი ლონგ ვეიბო, ჩინურ- აზიური ასოციაციის ეკონომიკური
განვითარების წარმომადგენელი ლიუ ია ჩჟუნი, „ჩინეთის საპატიო კონსული აფხაზეთში - გე ჩჟილი და აფხაზეთის საპატიო კონსული ვოლგისპირეთის ფედერალურ ოლქში - ლიტვინჩუკი“ შედიან.
ამავე ცნობით, შეხვედრაზე „საბაჟო სპეციფიკასთან“ დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრეს. განიხილეს განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის შექმნის შესაძლებლობა, სადაც სხვადასხვა პროექტის განხორციელებას, მათ შორის, მობილური ტელეფონების ამწყობი საწარმოს დაფუძნებას შეძლებენ. გარდა ამისა, ჩინური დელეგაციის წარმომადგენლებს განზარხული აქვთ, „აფხაზეთის ტერიტორიაზე ელექტრომობილების წარმოება დაიწყონ“, წერს გამოცემა.
მასალის გამოყენების პირობები