ახალი ამბები
ევროკავშირი საქართველოდან ექსპორტირებული თხილის შემოწმების ჯერადობას ამცირებს
ევროკავშირში საქართველოდან ექსპორტირებული თხილის შემოწმების ჯერადობა 50%-დან 20%-მდე შემცირდება. სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის, ზურაბ ჩეკურაშვილის შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ქართული თხილის ხარისხის მიმართ ნდობის ზრდასა და სახელმწიფო კონტროლის ეფექტიან პოლიტიკაზე მიუთითებს.

„ევროკავშირის კომისიის ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის გენერალური დირექტორატის (DG SANTE) მცენარეთა, ცხოველთა, სურსათისა და ცხოველის საკვების მუდმივმოქმედი კომიტეტის (PAFF) 2021 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილებით, საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტირებულ თხილის პარტიებზე
საიდენტიფიკაციო და ფიზიკური შემოწმებების სიხშირე 50%-დან 20%-მდე შემცირდება.
კომიტეტის გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო ევროკავშირის მოთხოვნებთან შესაბამისობისა და, აფლატოქსინებით დაბინძურებისგან თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს მიერ 2020 წელს გატარებული ღონისძიებები“, - ვკითხულობთ სეს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება ევროკომისიის (EU) 2019/1793 განმახორციელებელი რეგულაციის I დანართში აისახება და გამოქვეყნებიდან მეოცე დღეს ამოქმედდება.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სტატია
დღის სიახლეები
19 / ივნისი 2026
სამეგრელოს ეთნო-სარიტუალო ტრადიციებში განსაკუთრებული ადგილი ეკავა ივნისის ლოცვას - ხვამაივანობას, რომელსაც მოსახლეობა უხვი მოსავლისა და საქონლის დაცვა-დალოცვის მიზნით აღავლენდა.
17 / ივნისი 2026
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
11 / ივნისი 2026
„საბედიანო“ - ასე ეწოდებოდა ისტორიულ-გეოგრაფიულ სივრცეს, რომელიც შუა საუკუნეებში დასავლეთ საქართველოს დიდ ნაწილს აერთიანებდა.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2026 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.