"ქართული ოცნების" ზუგდიდის მერობის კანდიდატმა საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა. მისი თქმით, მან ხმა მისცა მშვიდობას და სტაბილურობას.
ის 13-ე საარჩევნო საარჩევნო უბანზე დედასთან და შვილთან ერთად მივიდა.
„არჩევანი გავაკეთეთ მშვიდობის, სტაბილურობის, ზუგდიდის უკეთესი მომავლისა და განვითარებისთვის. მოვედ ოჯახთან ერთად, ჩემს ვაჟიშვილთან, დავითთან ერთად. ასე რომ ჩვენი ხმა რა თქმა უნდა ჩვენი მომავალი თაობების უკეთეს მომავალს, კიდევ უფრო მეტ განვითარებას. როგორც ზუგდიდს, ასევე მთლიანად საქართველოს მინდა ვუსურვო მშვიდობიანი დღე. მოლოდინი არის პოზიტიური და ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ზუგდიდის ამომრჩეველი გააკეთებს ღირსეულ არჩევანს და ხმას მისცემს იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ყოველივე ამის გარანტია“,- აღნიშნა თქვა წოწერიამ.
შეგახსენებთ, ზუგდიდის მერობისთვის სულ 4 კანდიდატი
იბრძვის.
მასალის გამოყენების პირობები