ცესკოს წინასწარი მონაცემებით #11 მაჟორიტარულ ოლქში (ოდიში, კორცხელი, ჭკადუაში, ნაცატუ, ჩხოუში, ბაში) „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა
„ქართული ოცნების“ წარმომადგენელს 2 ხმით მოუგო. კანდიდატებს შორის ხმები პროცენტულად ასე გადანაწილდა:
„ნაციონალური მოძრაობა“, მანუჩარ ფიფია - 41.21% (1 182 ხმა);
„ქართული ოცნება“, სოსო გოგოხია - 41.14% (1 180 ხმა);
„გახარია-საქართველოსთვის“, ნიკა გაბედავა - 17,64% (506 ხმა). #11 მაჟორიტარულ ოლქში რეგისტრირებული 5 787 ამომრჩევლიდან, საკუთარი პოზიცია 3 020-მა მოქალაქემ გამოხატა.
მასალის გამოყენების პირობები