კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი, მოადგილე სოსო გიორგაძესა და სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოს წევრებთან ერთად,
შაორის და ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკებს ეწვია. ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დაიგეგმა ბანაკების რეაბილიტაცია და მომავალი წლის ზაფხულში აქ შესაძლებელი უნდა იყოს ახალგაზრდების გამგზავრება.
„ამასთან, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ეს ორი ბანაკი ძირითადად კულტურული მიმართულების პროექტებით უნდა დაიტვირთოს, ხოლო სპორტისათვის მთაში - სტეფანწმინდასა (ჯუთა) და სვანეთში (აილამა) ალპინისტური ბანაკები უნდა აღდგეს, რისთვისაც მუშაობა უკვე დაწყებულია“, - ვკითხულობთ სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ინფორმაციისთის, ანაკლიის საზაფხულო ბანაკის პროგრამა 2005 წელს შემუშავდა.
მასალის გამოყენების პირობები