წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარის, კორნელი სალიას ერთ-ერთი მოადგილე „ლელოს“ წევრი გიორგი დარსალია იქნება. მის კანდიდატურას 15-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
"ქართულ ოცნებას" კენჭისყრაში მონაწილეობა
ამჯერადაც არ მიუია.
საკრებულომ დღესვე უნდა აირჩიოს თავმჯდომარის მესამე მოადგილე. ჯერ კანდიდატურა არც ერთ პარტიას არ დაუსახელებია.
ინფორმაციისთვის, ცოტა ხნის წინ თავმჯდომარის პირველ მოადგილედ ენმ-ის წევრი ავთანდილ გაბელია აირჩიეს.
მასალის გამოყენების პირობები