წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ახლად არჩეული
საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილედ "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ავთანდილ გაბელია აირჩიეს. მის კანდიდატურას მხარი 15-მა დეპუტატმა დაუჭირა.
"ქართული ოცნების" წევრები სხდომას ესწრებიან, თუმცა ისინი მოადგილეების არჩევაში მონაწილეობას არ იღებენ.
ამ წუთებში წარმომადგენლობით ორგანოში კენჭს უყრიან თავმჯდომარის კიდევ ერთი მოადგილის, გიორგი დარსალიას კანდიდატურას, რომელიც „ლელოს“ წარმოადგენს.
მანამდე, საკრებულოს თავმჯდომარემ კორნელი სალიამ „ქართულ ოცნებას“ შესთავაზა წამოეყენებინათ თავიანთი კანდიდატურა, თუმცა მმართველი პარტიის წევრებმა სალიას წინადადებაზე უარი თქვეს.
მასალის გამოყენების პირობები