ახალი ამბები
ცაიშის ყოფილი სანატორიუმის შენობა და მიწის ნაკვეთი აუქციონზე იყიდება
სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ზუგდიდში, სოფელ ცაიშის ყოფილი ბალნეოლოგიური კურორტის ტერიტორიაზე მდებარე 20 094 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 5 რეზერვუარის შენობა-ნაგებობები გასაყიდად გაიტანა. ელექტრონული აუქციონის პირობებით, ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 3 წლის ვადაში გამარჯვებულმა აღნიშნულ ტერიტორიაზე არანაკლებ 1 მილიონი ლარის ოდენობის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

ქონების საწყისი ღირებულება 346 000 ლარია. აუქციონი გუშინ დაიწყო და 24 მაისს დასრულდება.

ცაიშის კურორტმა განსაკუთრებული პოპულარობა 1956 წელს, ჰიპერთერმული (820C) წყლის აღმოჩენის შემდეგ მოიპოვა. სანატორიუმში მინერალური წყლის აბაზანებს სხვადასხვა მიმართულების სამკურნალო ჩვენებებით იყენებდნენ, მათ შორის საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ფუნქციური დარღვევების, პერიფერიული ნერვული სისტემის, კანისა და გინეკოლოგიური პროფილის დაავადებების დროს.

დღეს ცხელი მინერალური წყლის ნაწილი მხოლოდ სათბურებისა და კერძო სახლების გასათბობად გამოიყენება, უმეტესი ნაწილი კი იღვრება.


ამავე თემაზე:

ეკონომიკის სამინისტრო ცაიშის ბალნეოლოგიურ კურორტს გაყიდის

სათბურების სოფელი (ვიდეო)

ცაიშის ბალნეოლოგიური კურორტის წარსული და შესაძლო პერსპექტივები (ვიდეო)

გეოლოგები: ცაიშის თერმული წყლები საკმარისია მთელი ზუგდიდის გასათბობად (ვიდეო)
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
2024 წლის იანვრიდან, სამეგრელოს რეგიონში მოქმედებს საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის“ საკონსულტაციო ცენტრი.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს.
ზამთარში თუ შვებულების საინტერესოდ გატარებას გეგმავ, მთავარი მისი სწორად დაგეგმვაა. სწორი გათვლებითა და მცირე დანახარჯებით შეგიძლიათ ოცნების არდადეგები მოიწყოთ.
დღის სიახლეები
23 / იანვარი 2025
8 თვის ანდრია ჯიჭონაიას საზოგადოების დახმარება სჭირდება. ჩვილი 6 თვეა იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში, რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.
23 / იანვარი 2025
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ყოფილი პოლიციელებისა და ენმ-ის მხარდამჭერების, დავით ყოლბაიასა და ლევან გოგიას სასამართლო პროცესი გაიმართა. სასამართლომ ისინი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 1000-1000 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა.
23 / იანვარი 2025
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოსთან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები და ყოფილი პოლიციელები, დავით ყოლბაია და ლევან გოგია მივიდნენ, სადაც მათ წინააღმდეგ დაწყებული სასამართლო დავა გააპროტესტეს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
05 / დეკემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.