ზუგდიდის მერიის ინფორმაციით, განმუხური კომპაკ სპორტინგში საქართველოს ჩემპიონატის მესამე ეტაპს მასპინძლობს.
ტურნირი გუშინ დაიწყო და დღეს დასრულდება.

გამარჯვებულები და პრიზიორები რამდენიმე კატეგორიაში გამოვლინდებიან. შეჯიბრი საერთაშორისო სპორტინგის ფედერაციის FITASC-ის COMPAK SPORTING -ის წესებით ტარდება.

ჩემპიონატი საქართველოს სპორტინგის ფედერაციის ორგანიზებითა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები