ზუგდიდის 51 სკოლიდან პირველკლასელთა ლიმიტი ოთხ საჯარო სკოლაში სრულად შეივსო.
ადგილობრივი საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის მამუკა ბულიას ინფორმაციით, მესამე ეტაპის რეგისტრაციის დაწყებიდან, დაახლობით, 5-10 წუთში სრულად შეივსო ქალაქის პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე საჯარო სკოლების ლიმიტები.
„დილის 9 საათზე რომ დაიწყო რეგისტრაცია გუშინ, რამდენიმე წუთში უკვე ადგილები აღარ იყო. პირველ, მეორე და მეოთხე სკოლებში ოთხ-ოთხი პარალელური კლასია, შესაბამისად, 100-100 პირველკლასელი, მესამე სკოლაში კი - 75 ბავშვი დაარეგისტრირეს. სხვა სკოლებში არის ადგილები“, - უთხრა
რადიო „ათინათს“ ბულიამ.
2023-2024 სასწავლო წლისთვის სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციის III ეტაპი – საყოველთაო რეგისტრაცია, 8 ივნისს, 09:00 საათზე დაიწყო და 23 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. ზუგდიდის სკოლებში პირველკლასელთათვის სულ
1653 ადგილია.საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებები, რომლის თანახმადაც, ბავშვები, რომელთაც 1-ელ ნოემბრამდე 6 წელი შეუსრულდებათ, სკოლაში დარეგისტრირებას შეძლებენ.
მასალის გამოყენების პირობები