ოჩამჩირის რაიონის სოფელ გუფში, ორსართულიან საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა, შედეგად 22 წლის მამაკაცი დაიღუპა.
ინფორმაციას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო ავრცელებს. შემთხვევა 3 დეკემბერს, დღის საათებში მოხდა.
ამავე ცნობით, ხანძრის ქრობაში ოჩამჩირისა და ტყვარჩელის რაიონის სახანძრო-სამაშველო ჯგუფის ორი ბრიგადა იყო ჩართული. ხანძრის გაჩენის მიზეზი, ჯერჯერობით, დაუდგენელია.
მასალის გამოყენების პირობები