პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრები გამარჯვების შემდეგ ღირსების ორდენზე წარადგინეს. შესაბამისი განცხადება პრემიერმა რესპუბლიკის მოედანზე ზეიმის დროს გააკეთა.
„დღეს უბედნიერესი დღეა. ეს ის ბედნიერებაა, რომელიც ჩვენ გვაერთიანებს. ეს ბიჭები გმირები არიან, ისინი წარდგენილები იქნებიან ღირსების ორდენზე, თითოეული მათგანი. ყველას მიმართ დიდი სიყვარული მინდა გამოვხატო“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები გერმანიაში, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ისტორიაში პირველად ითამაშებს.
დინამო არენაზე საქართველოს გუნდმა ევრო 2024-ის პლეი ოფის ფინალში, პენალტების სერიაში, საბერძნეთი ანგარიშით - 4:2 დაამარცხა.
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველ თამაშს დორტმუნდში, თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ, 18 ივნისს ჩაატარებს.
ამავე თემაზე:
საქართველო ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს
ნიკა კვეკვესქირი, რომელმაც გამარჯვების გოლი გაიტანა, აფხაზეთიდანაა
მასალის გამოყენების პირობები