ახალი ამბები
„არა რუსულ კანონს! კი ევროპას!“ , - ზუგდიდში „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქცია - მსვლელობა მიმდინარეობს (ფოტო)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის წინ „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქცია გაიმართა, სლოგანით: „არა რუსულ კანონს! კი ევროპას!“
აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები აცხადებენ, რომ კიდევ ერთხელ გამოვიდნენ, რათა გააპროტესტონ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღება და კიდევ ერთხელ უჩვენონ ხელისუფლებას, რომ არ ეგუებიან ქვეყნის რუსეთისკენ სვლას".

„არის დრო, როდესაც დუმილი ბოროტების მხარეს დგომას ნიშნავს. ასეთი დროა აქ და ახლა. როდესაც ხელისუფლება ცდილობს ქვეყანა რუსეთისკენ წაიყვანოს. ერთის მხრივ რუსული კანონით ცდილობს ჩამოიშოროს ყველა, ვინც მის ქვეყნისთვის მტრულ ინტერესებს ეწინააღმდეგება, მეორეს მხრივ კი ცდილობს, ოფშორების კანონით სასათბურე პირობები შექმნას უკონტროლო ფინანსების შემოდინებისა და შავი ფულის გათეთრებისთვის - ჩვენ გვრჩება ერთადერთი გზა, გამოვიდეთ და ხმამაღლა ვთქვათ - არა რუსულ კანონს!“, - ამბობენ ისინი.

აქციას შეუერთდა რუსეთის მოქალაქე ევგენია პეტროვაც. მისი თქმით, ის თავის დროზე არ შეუერთდა მსგავს პროტესტებს, ისევე როგორც მისი თანამოქალაქეების უმრავლესობა, რის გამოც, ბევრ მათგანს, პუტინის რეჟიმისგან თავის დაღწევა და რუსეთის დატოვება მოუხდა.

„ვთვლი, რომ აქ უნდა ვიყო, იმისათვის, რომ პირადად ვინმეს ან მედიასაშუალებებს ვუთხრა, აუცილებელია გამოსვლა. ჯერ გგონია: „ეს ჩემი საქმე არ არის, ვიღაც სხვა გამოვა, მე რისი შეცვლა შემიძლია“. შედეგები კი კატასტროფული შეიძლება მოჰყვეს ამას. სანამ ჯერ კიდევ არის შესაძლებლობა, სანამ ჯერ კიდევ არ გირტყამენ ხელკეტებს, ხელებს არ გიგრეხენ და პოლიციის მანქანებში არ გსვამენ, უნდა გამოხვიდეთ და თქვათ, რასაც ფიქრობთ“, - ამბობს ახლაგაზრდა ქალი.

აქცია ზუგდიდში მსვლელობით გაგრძელდა. ის სამოქალაქო სოლიდარობის ფონდის ორგანიზებით იმართება.

დღეს, 29 აპრილს "ქართული ოცნება" რეგიონებიდან ჩასული „აგენტების „ შესახებ კანონის მხარდამჭერ აქციას თბილისში მართავს. 

ზუგდიდიდან ათეულობით სამარშრუტო ტაქსი დილიდან გაემზავრა დედაქალაქში. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მამუკა წოწერიას თქმით, ზუგდიდი უერთდება "ქართული ოცნების" მიერ თბილისში დაგეგმილ კონტრაქციას.

კვირას, 28 აპრილს, "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო მრავალათასიანი აქცია-მსვლელობა გაიმართა თბილისში, რესპუბლიკის მოედნიდან რუსთაველის გამზირამდე.

დღეს ფრაქცია "ქართული ოცნების" საკანონმდებლო ინიციატივას "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე, მუხლობრივი მოსმენით დაუჭირა მხარი.

საქართველოს პარლამენტმა, 83 ხმით, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი პირველი მოსმენით 17 აპრილს მიიღო.

კანონპროექტის 83 მხარდამჭერიდან ზუგდიდელი, ხობელი და ფოთელი დეპუტატებიც არიან.

ამავე თემაზე:

რატომ არა ე.წ აგენტების კანონს - ზუგდიდელების პასუხები (ფოტო/ვიდეო)

რუსული კანონით აფხაზეთს ვერ დავიბრუნებთ - აქცია ზუგდიდში (ფოტორეპორტაჟი)

რადიო "ათინათი" სხვა მედიებთან ერთად ე.წ აგენტების კანონის პარლამენტში წარდგენას აპროტესტებს

დაუშვებლად მივიჩნევთ რუსული კანონის მიღებას - მედიაორგანიზაციები, მათ შორის "ათინათი" ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

რადიო "ათინათი" არ გეგმავს "უცხოური გავლენის აგენტად" დარეგისტრირებას - განცხადება





Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
დღის სიახლეები
23 / ნოემბერი 2024
აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის ეკონომიკის ყოფილმა „მინისტრმა“ და ადგილობრივი ოპოზიციის ლიდერმა, ადგურ არძინბამ განაცხადა, რომ დე ფაქტო რესპუბლიკა შეიძლება გახდეს რუსეთ-ბელორუსის საკავშირო სახელმწიფოს ერთიანი ვალუტის საცდელი ადგილი. ამის შესახებ მან რუსულ РБК - სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
23 / ნოემბერი 2024
„ახლა აფხაზეთში არ ვარ, რამდენიმე დღით მიფრინავ მოსკოვში“, - ამის შესახებ რუსულ „ტასს“ დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილმა „პრეზიდენტმა“ ასლან ბჟანიამ განუცხადა.
22 / ნოემბერი 2024
ზუგდიდში საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებმა, ცოტა ხნის წინ, რუსთაველის ქუჩა გადაკეტეს, შემდეგ კი მსვლელობით დაიძრნენ მდინარე ჩხოუშის ხიდისკენ.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.