ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები - ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ტოივო კლაარი, გაეროს და ეუთოს წარმომადგენლები, ჯიჰან სულთანოღლუ და ვიორელ მოშანუ სოხუმში იმყოფებოდნენ.
ისინი აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს ლაშა ავიძბას და არტურ გაგულიას შეხვდნენ.
შეხვედრაზე მხარეებმა ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი 61- ე რაუნდის დღის წესრიგი განიხილეს.
ამავე ცნობით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო, მათ შორის ისეთი საკითხების განხილვას, როგორიცაა უსაფრთხოება და სტაბილურობა რეგიონში, გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) მუშაობის განახლება, გადაადგილების თავისუფლებასთან დაკავშირებული პრობლემები და სხვ.
კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგი, 61-ე რაუნდი, 2024 წლის 25-26 ივნისს გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები