ახალი ამბები
სოხუმის რეაგირება ამ განცხადებებზე თავისთავად ყველაფერზე მეტყველებს, - გალუზინი კობახიძის განცხადებაზე
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხაილ გალუზინმა საქართველოს მოუწოდა აღიაროს რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის „დამოუკიდებლობა“. ამის შესახებ, მან რუსული „კომსომოლსკაია პრავდასთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ის გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივების შესახებ და აღნიშნა, რომ „სოხუმის და ცხინვალის რეაგირება ამ განცხადებებზე თავისთავად ყველაფერზე მეტყველებს“.  გალუზინმა აღნიშნა, რომ „უპირველეს ყოვლისა, საუბარია ქართულ „რეინტეგრაციის“ პროგრამებსა და ინიციატივებზე, რომელთაგან მთავარია „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“. მისი თქმით, აფხაზებმა და ოსებმა არაერთხელ გამოხატეს უარყოფითი დამოკიდებულება მათი სუვერენული სტატუსის „შელახვის“ მცდელობების მიმართ, „აღნიშნავდნენ რა, რომ ერთადერთი „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ მათი დამოუკიდებლობის აღიარება იქნებოდა“.

მისი თქმით, მოსკოვში მიაჩნიათ, რომ სოხუმი-თბილისი-ცხინვალის „სამეულში“ ნორმალიზებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს “საქართველოსა და ოკუპირებულ ტერიტორიებს შორის „ძალის გამოუყენებლობის იურიდიულად სავალდებულო გარანტიებს“ და „საზღვრის დელიმიტაციის საკითხის გადაწყვეტას შემდგომ დემარკაციასთან ერთად“.

ინფორმაციისთვის, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გამოსვლისას, პრემიერ - მინისტრმა განაცხადა: „ჩვენი „აღთქმული მიწა“, ანუ ქართული ოცნებაა, 2030 წელს ვიცხოვროთ ერთიან და ძლიერ საქართველოში ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ერთად, ერთიანი და ძლიერი საქართველო უნდა გახდეს 2030 წელს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი“.

აღნიშნულ განცხადებას მაშინ სოხუმშიც გამოეხმაურნენ და აღნიშნეს, რომ „მხარეებს შორის ბევრი გადაუწყვეტელი პრობლემა არსებობს, თუმცა, ამ ეტაპზე, სოხუმი თბილისთან "კონფედერაციის ან რაიმე სხვა სახის ურთიერთობის განხილვას არ აპირებს".

საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა, იმავე წლის სექტემბერში ნიკარაგუამ ცნო აფხაზეთის დამოუკიდებლობა, 2009 კი ვენესუელამ და ნაურუმ, ხოლო 2018 წელს - სირიამ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
სტატია
დღის სიახლეები
24 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ აშუბების საგვარეულო სალოცავზე - აბაანიხაზე, რომელიც თანამედროვე აფხაზეთში ერთ-ერთ მნიშვნელოვან რელიგიურ-კულტურულ ძეგლად მიიჩნევა.
17 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში „დიხაშ ნინა“ - „მიწის ენა“ ვისაუბრებთ ისტორიული კოლხეთის ტოპონიმიკასა და ჰიდრონიმიკაზე.
15 / ივლისი 2026
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2026 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.