ახალი ამბები
კონფედერაციის ან რაიმე სხვა სახის ურთიერთობის განხილვას თბილისთან არ ვაპირებთ, - შამბა
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შამბა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება, რომლის თქმითაც, საქართველოს ხელისუფლების მიზანი აფხაზეთისა და ცხინვალის დაბრუნება და 2030 წელს ევროკავშირში შესვლაა.

"ტასს" - თან საუბარში შამბამ განაცხადა, რომ "საქართველოს სურვილი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნების თაობაზე" არავის აკვირვებს.

"30 წელია უნდათ ჩვენი დაბრუნება, კიდევ 300 წელი ენდომებათ, გასაგებია, რომ ეს მათი საგარეო პოლიტიკური ამოცანაა და ჩვეთვის ახალი ამბავი არ არის. აფხაზეთს საკუთარი ამოცანები აქვს, ააშენოს დამოუკიდებელი სახელმწიფო, განავითაროს და გააძლიეროს თავისი სახელმწიფოებრიობა", - განაცხადა მან.

მის თქმით, მხარეებს შორის ბევრი გადაუწყვეტელი პრობლემა არსებობს, თუმცა, ამ ეტაპზე, სოხუმი თბილისთან "კონფედერაციის ან რაიმე სხვა სახის ურთიერთობის განხილვას არ აპირებს".

„ჩვენ ვუსურვებთ საქართველოს სტაბილურობას და უსაფრთხოებას, ისინი თავისი გზით მიდიან, ჩვენ კი ჩვენი გზით“, -  უთხრა გამოცემას შამბამ.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა: "ჩვენი "აღთქმული მიწა", ანუ ქართული ოცნებაა, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 40 წლის თავზე - 2030 წელს ვიცხოვროთ ერთიან და ძლიერ საქართველოში ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ერთად, ერთიანი და ძლიერი საქართველო უნდა გახდეს 2030 წელს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი".




Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
23 ივნისს, ცაიში-ურთას ბილიკის მიმდებარედ, მუსიკალური ღონისძიება სახელწოდებით "ურთაფესტი-ხელოვნება მაღალზეა" გაიმართა.
2024 წლის 7, 8, 9 ივნისს, ზუგდიდში მუსიკალურ-ქორეოგრაფიული ღონისძიება "პირველი საერთაშორისო კონკურს - ფესტივალ "N1" ჩატარდა. ორგანიზატორების ინფორმაციით, ფესტივალის ძირითადი იდეაა სხვადასხვა ქვეყნის
საქართველოს ეროვნული ნაკრები ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობს.
დღის სიახლეები
03 / ივლისი 2024
ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის დეკლარაცია იმეორებს ოკუპირებული საქართველოს რეგიონებიდან, აფხაზეთიდან და ცხინვალიდან/სამხრეთ ოსეთიდან რუსეთის შეიარაღებული ძალების დაუყოვნებლივ და
03 / ივლისი 2024
დღეს ზუგდიდში, მეოთხე საჯარო სკოლაში განთავსებულ ცენტრში ქართული ენისა და ლიტერატურის მეორე საგამოცდო სესიაზე რეგისტრირებული 402 აბიტურიენტიდან 55 არ გამოცხადდა. ამის შესახებ რადიო "ათინათს" შეფასებისა და
03 / ივლისი 2024
XX საუკუნის 30-იან წლებში აგრესიული ხასიათი მიიღო ანტირელიგიურმა მოძრაობამ საბჭოთა კავშირში და შესაბამისად, საქართველოშიც.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
«« ივლისი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
ამინდი
ზუგდიდი 31 °C
img
სოხუმი 29 °C
img
ფოთი 27 °C
img
მესტია 15 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.