შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ზუგდიდში ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდების მეორე დღე მშვიდ
ვითარებაში მიმდინარეობს. მე-4 სკოლაში განთავსებული ზუგდიდის საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორი ნანი კოკელაძე ამბობს, რომ 401 რეგისტრირებული აბიტურიენტიდან, 355 გამოცხადდა.
გამოცდის ჩასაბარებლად არ მივიდა 46 აბიტურიენტი.
მისივე განმარტებით, დაგვიანების არცერთი შემთხვევა არ ყოფილა.
ინფორმაციისთვის, ქვეყნის მასშტაბით, ერთიანი ეროვნული გამოცდები გუშინ, 3 ივლისს დაიწყო. პირველ სესიაზე მივიდა 368, ხოლო მეორეზე - 347 აბიტურიენტი.
ამავე თემაზე:
ზუგდიდში ეროვნული გამოცდების მეორე სესიაზე 55 აბიტურიენტი არ გამოცხადდა
ამ წუთებში ზუგდიდში 368 აბიტურიენტი ეროვნულ გამოცდებს აბარებს
მასალის გამოყენების პირობები