დღეს ზუგდიდში, მეოთხე საჯარო სკოლაში განთავსებულ ცენტრში ქართული ენისა და ლიტერატურის მეორე საგამოცდო სესიაზე რეგისტრირებული 402 აბიტურიენტიდან 55 არ გამოცხადდა. ამის შესახებ რადიო
"ათინათს"
ზუგდიდის საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორმა ნანი კოკელაძემ უთხრა.
მისივე ინფორმაციით, ამ წუთებში გამოცდას უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელების 347 მსურველი წერს.
"პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. დაგვიანების არცერთი შემთხვევა არ ყოფილა", - ამბობს ის.
რაც შეეხება ოკუპირებული აფხაზეთიდან გამოცდების ჩასაბარებლად გადმოსული აბიტურიენტების რიცხვს, ამის შესახებ რესპონდენტს ინფორმაცია არ აქვს.
შეგახსენებთ, დღეს ქართული ენისა და ლიტერატურის პირველ სესიაზე, მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 403 აბიტურიენტიდან მე-4 სკოლაში 368 გამოცხადდა.
მასალის გამოყენების პირობები