უკრაინაში დაღუპული აფხაზეთიდან დევნილი მებრძოლის, ვასო ქარდავას ცხედარს სამშობლოში 17 აგვისტოს, გამთენიისას ჩამოასვენებენ.
ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი თანამებრძოლი ავრცელებს.
,,17.08.2024 05:30 ჩაოასვენებენ ვასო ქარდავას,(თბილისის აეროპორტი) ჩვენი დროის გმირი ჩვენი ძმა, გთხოვ დახვდით და შესაბამისი პატივი მიაგეთ ჩვენ გმირ ძმას! დიდება მის სულს და ჩვენს გმირებს’’, - წერს
ნუკრი მითაგვარია.გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპული ვასო ქარდავა სოხუმიდან დევნილი იყო და უკრაინაში რუსეთის შეჭრის პირველივე დღეებიდან, 118 ბრიგადაში იბრძოდა. ის რუსეთის სარაკეტო იერიშს
11 აგვისტოს ემსხვერპლა.ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვლიდან, რუსეთის უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრიდან, საომარ მოქმედებებს 60 - ზე მეტი ქართველის სიცოცხლე ემსხვერპლა.
მასალის გამოყენების პირობები