გაგრის ზღვაში მამაკაცი დაიხრჩო. რუსეთის მოქალაქის ცხედარი მაშველებმა სამდღიანი ძებნის შემდეგ იპოვეს. ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისტროს პრესსამსახური იტყობინება.
მათივე ინფორმაციით, 56 წლის სერგეი ტიმოფეევი რესპუბლიკაში სანქტ-პეტერბურგიდან ჩავიდა.
ამავე ცნობით, ცხედარი გაგრის რაიონული საავადმყოფოს პრეზექტურაში გადაასვენეს.
მასალის გამოყენების პირობები