მოსკოვმა სოხუმთან „ორმაგი დაბეგვრის აღმოფხვრის შესახებ შეთანხმების“ რატიფიცირება მოახდინა
რუსეთის სახელმწიფო დუმამ „რუსეთისა და აფხაზეთის მთავრობებს შორის საშემოსავლო გადასახადის ორმაგი დაბეგვრის აღმოფხვრის შესახებ“ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა, წერს „ტასი“.
აგვისტოს ბოლოს რუსეთის ფინანსთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, შესაბამისი კანონპროექტები დაამტკიცების შესახებ.
„აფსნიპრესის“ თანახამად, შესაბამისი შეთანხმება მხარეებს შორის სოხუმში 7 მაისს გაფორმდა.
ხელშეკრულება ითვალისწინებს საშემოსავლო გადასახადის განაკვეთების გათანაბრებას დივიდენდებსა და როიალტზე (საფასური საკუთრების გამოყენების უფლებისთვის, მათ შორის: სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისთვის, პატენტის, სავაჭრო ნიშნის და ა.შ. გამოყენებისთვის) 10%-ის ოდენობით. შეთანხმება ასევე ითვალისწინებს ნულოვანი გადასახადს სახელმწიფოსგან გაცემულ სესხებზე დარიცხულ საპროცენტო შემოსავალზე(საწყის სახელმწიფოში). ამ შემთხვევაში გადასახადები ჩაირიცხება იმ ქვეყნის ბიუჯეტში, რომელიც გასცემს სესხს, ვკითხულობთ ინფორმაციაში.
მასალის გამოყენების პირობები