ახალი ამბები
სოხუმში აცხადებენ, რომ გალში ჩამოგდებულ დრონზე ჟენევის დისკუსიებზე ისაუბრებენ
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აფხაზური მხარე აპირებს, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მონაწილეებთან განიხილოს გალის ინციდენტი.
საუბარია, ოკუპირებული აფხაზეთის „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის“ განცხადებაზე, რომლის თანახმადაც, დე ფაქტო სუს - ის და რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს თანამშრომლებმა, 16 ოქტომბერს, გალის რაიონის სოფელ მეორე ოტობაიაში პატრულირებისას, დააფიქსირეს დრონი, რომელიც, მათივე თქმით, „საქართველოს ანტისაოკუპაციო მოძრაობის" ლიდერს, დავით ქაცარავას ეკუთვნის.

სოხუმში აღნიშნულ ინციდენტს პროვოკაცია უწოდეს და განაცხადეს, რომ მსგავსი ქმედებები მიზნად ისახავს „სასაზღვრო ზონაში დაძაბულობის ესკალაციას“.

ამასთან ერთად, მათ შეშფოთება გამოთქვეს, „რეგიონში მოქმედი უცხოური სადამკვირვებლო მისიების უმოქმედობით“.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი, 62-ე რაუნდი, 2024 წლის 5-6 ნოემბერს არის დაგეგმილი.

ცნობისთვის, აფხაზური მხარის გადაწყვეტილებით, საქართველოში 26 ოქტომბრის არჩევნების გამო, 2024 წლის 23 ოქტომბრიდან 30 ოქტომბრის ჩათვლით ენგურის ხიდზე მიმოსვლა დროებით შეიზღუდება. 

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
სტატია
დღის სიახლეები
04 / აგვისტო 2026
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
31 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
24 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ აშუბების საგვარეულო სალოცავზე - აბაანიხაზე, რომელიც თანამედროვე აფხაზეთში ერთ-ერთ მნიშვნელოვან რელიგიურ-კულტურულ ძეგლად მიიჩნევა.
ოდაბადეშ კინოხონი
31 / ივლისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2026 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.